https://sputnik-georgia.com/20260818/rusettan-urtiertobis-sakitxebsi-premieris-specwarmomadgenlis-posti-vakanturia-kobaxize-300180717.html
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია - კობახიძე
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია - კობახიძე
Sputnik საქართველო
გიორგი ქაჯაია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე 2024 წლის მარტში დაინიშნა, სადაც მან ზურაბ აბაშიძე შეცვალა 18.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-18T17:21+0400
2026-08-18T17:21+0400
2026-08-18T17:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275654006_0:162:3065:1886_1920x0_80_0_0_a47bd6934529c716974c52f3a280b65e.jpg
თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტურია, ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ქაჯაიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა გიორგი ქაჯაიას საქმიანობასთან დაკავშირებით. მედიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, საზოგადოება არ იღებს არანაირ ინფორმაციას სპეციალური წარმომადგენლის რუსულ მხარესთან შეხვედრების შესახებ.გიორგი ქაჯაია 2024 წლის მარტში დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე. მან ჩაანაცვლა ზურაბ აბაშიძე, რომელიც მანამდე, 12 წლის განმავლობაში, იკავებდა აღნიშნულ პოსტს.ქაჯაია მანამდე იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275654006_168:0:2897:2047_1920x0_80_0_0_85b641b9ea201aefbc11cf6f54e9c44e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია - კობახიძე
გიორგი ქაჯაია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე 2024 წლის მარტში დაინიშნა, სადაც მან ზურაბ აბაშიძე შეცვალა
თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტურია, ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ქაჯაიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა გიორგი ქაჯაიას საქმიანობასთან დაკავშირებით. მედიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, საზოგადოება არ იღებს არანაირ ინფორმაციას სპეციალური წარმომადგენლის რუსულ მხარესთან შეხვედრების შესახებ.
„განახლებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ გაქვთ. ამ ეტაპზე ვაკანტურია ეს ადგილი. ბატონმა ქაჯაიამ სხვა სფეროში გადაინაცვლა და საკუთარი ნებით დატოვა ეს თანამდებობა“, — განაცხადა კობახიძემ.
გიორგი ქაჯაია 2024 წლის მარტში დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე. მან ჩაანაცვლა ზურაბ აბაშიძე, რომელიც მანამდე, 12 წლის განმავლობაში, იკავებდა აღნიშნულ პოსტს.
ქაჯაია მანამდე იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.