https://sputnik-georgia.com/20260818/polonetma-saqartvelodan-casuli-moqalaqeebistvis-qveyanasi-sesvla-gaamkacra-300181498.html
პოლონეთმა საქართველოდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლა გაამკაცრა
პოლონეთმა საქართველოდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლა გაამკაცრა
Sputnik საქართველო
საქართველოს, კოლუმბიის და ვენესუელის მოქალაქეებს პოლონეთში უვიზოდ ჩასვლა კვლავ შეუძლიათ ტურისტული და სხვა დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის 18.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-18T19:21+0400
2026-08-18T19:21+0400
2026-08-18T19:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლონეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23419/59/234195997_0:210:2897:1840_1920x0_80_0_0_c3dd509a7d45547f64b4d5d104d2875d.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. პოლონეთმა საქართველოდან, კოლუმბიიდან და ვენესუელიდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. რეგულაციას, მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მოაწერა ხელი.2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, პოლონეთიდან საქართველოს 52 მოქალაქე იქნა დეპორტირებული. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, საანგარიშო პერიოდში 1.431 ადამიანი გამოაძევეს.რეგულაცია ძალაში შევიდა შაბათს, 15 აგვისტოს და ვრცელდება პოლონეთში სამუშაოდ შესულ პირებზე.აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეებს პოლონეთში უვიზოდ ჩასვლა კვლავ შეუძლიათ ტურისტული და სხვა დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. იმ პირებისთვის კი, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ 15 აგვისტომდე შევიდნენ, კვლავ ძველი წესები მოქმედებს.პოლონეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის რეჟიმს სისტემატურად იყენებენ კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე დასაქმებისთვის.ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზებს შორისაა უკანონო დასაქმება და ქვეყანაში დარჩენა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, დასაქმებულთა ექსპლუატაცია და ადამიანებით ვაჭრობა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს სამი ქვეყანა მიგრაციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებად მიიჩნევა.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23419/59/234195997_83:0:2814:2048_1920x0_80_0_0_c24adc2afb745235f7f77ccdec4d5ddd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი
პოლონეთმა საქართველოდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლა გაამკაცრა
საქართველოს, კოლუმბიის და ვენესუელის მოქალაქეებს პოლონეთში უვიზოდ ჩასვლა კვლავ შეუძლიათ ტურისტული და სხვა დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. პოლონეთმა საქართველოდან, კოლუმბიიდან და ვენესუელიდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. რეგულაციას, მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მოაწერა ხელი.
2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, პოლონეთიდან საქართველოს 52 მოქალაქე იქნა დეპორტირებული. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, საანგარიშო პერიოდში 1.431 ადამიანი გამოაძევეს.
რეგულაცია ძალაში შევიდა შაბათს, 15 აგვისტოს და ვრცელდება პოლონეთში სამუშაოდ შესულ პირებზე.
აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეებს პოლონეთში უვიზოდ ჩასვლა კვლავ შეუძლიათ ტურისტული და სხვა დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. იმ პირებისთვის კი, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ 15 აგვისტომდე შევიდნენ, კვლავ ძველი წესები მოქმედებს.
პოლონეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის რეჟიმს სისტემატურად იყენებენ კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე დასაქმებისთვის.
ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზებს შორისაა უკანონო დასაქმება და ქვეყანაში დარჩენა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, დასაქმებულთა ექსპლუატაცია და ადამიანებით ვაჭრობა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს სამი ქვეყანა მიგრაციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებად მიიჩნევა.