https://sputnik-georgia.com/20260818/opozicia-afxazebtan-ndobis-ardgenasi-xels-gvislis-premieri-gvaramias-sityvebs-gamoexmaura-300180890.html
ოპოზიცია აფხაზებთან ნდობის აღდგენაში ხელს გვიშლის: პრემიერი გვარამიას სიტყვებს გამოეხმაურა
ოპოზიცია აფხაზებთან ნდობის აღდგენაში ხელს გვიშლის: პრემიერი გვარამიას სიტყვებს გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
კობახიძემ გვარამიას სიტყვებში ოპოზიციის მიერ თბილისსა და სოხუმს შორის ნდობის აღდგენაში ხელის შეშლის კიდევ ერთი მცდელობა დაინახა 18.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-18T17:46+0400
2026-08-18T17:46+0400
2026-08-18T17:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
აფხაზეთი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0e/300115813_0:1:825:465_1920x0_80_0_0_d088e5f69c743424b375629c220fcdcd.jpg
თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. „უცხოური აგენტების“, ანუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამოცანაა, ხელი შეუშალონ ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადების კომენტირებისას.გვარამიამ „ფორმულას“ არხზე გამოსვლას აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანით, რომელმაც, მისი თქმით, ისტორიული ტრავმის დაძლევა შეძლო. გვარამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული მეხსიერება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ერისთვის, მისი „ტრავმული“ კომპონენტი საფრთხის შემცველია, რადგან, მისი თქმით, ის ღუზასავით მუშაობს, ქვეყნის განვითარებას ბლოკავს.მისი თქმით, მთავრობას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და კანონმდებლობა „რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეტაპობრივად აღდგეს“.ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ უკვე რამდენჯერმე სცადა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმის იდეის“ წამოწევა.„მანამდე, რამდენიმე თვის წინ, კიდევ ერთ უცხოელ აგენტს, დავით ბერძენიშვილს გაატესტინეს ეს საკითხი, თვეების წინ ზუსტად იგივე თქვა ბერძენიშვილმა, რომ სომხეთმა მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება, როდესაც გათავისუფლდა ამ ისტორიული მეხსიერებისგან, ამ ტკივილისგან და ისიც საუბრობდა საქართველოს კონტექსტში ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბერძენიშვილი არ აღმოჩნდა საკმარისი დონე, რომ ეს საკითხი აეწიათ და ახლა გამოაგორეს, როგორც ჟარგონზე იტყვიან, კიდევ ერთი უცხოელი აგენტი - გვარამია, რომელსაც იგივე თემა წამოაწევინეს. ეს არის ერთი ჯაჭვი“, - განაცხადა კობახიძემ.აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველო
აფხაზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0e/300115813_103:0:723:465_1920x0_80_0_0_28fd752fe7210f94fb198e28fc1f2f52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აფხაზეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, აფხაზეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
ოპოზიცია აფხაზებთან ნდობის აღდგენაში ხელს გვიშლის: პრემიერი გვარამიას სიტყვებს გამოეხმაურა
კობახიძემ გვარამიას სიტყვებში ოპოზიციის მიერ თბილისსა და სოხუმს შორის ნდობის აღდგენაში ხელის შეშლის კიდევ ერთი მცდელობა დაინახა
თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. „უცხოური აგენტების“, ანუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამოცანაა, ხელი შეუშალონ ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადების კომენტირებისას.
გვარამიამ „ფორმულას“ არხზე გამოსვლას აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანით, რომელმაც, მისი თქმით, ისტორიული ტრავმის დაძლევა შეძლო. გვარამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული მეხსიერება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ერისთვის, მისი „ტრავმული“ კომპონენტი საფრთხის შემცველია, რადგან, მისი თქმით, ის ღუზასავით მუშაობს, ქვეყნის განვითარებას ბლოკავს.
„უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა - ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა - ხელი შევუწყოთ პირიქით ნდობის აღდგენას. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, მთავრობას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და კანონმდებლობა „რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეტაპობრივად აღდგეს“.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ უკვე რამდენჯერმე სცადა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმის იდეის“ წამოწევა.
„მანამდე, რამდენიმე თვის წინ, კიდევ ერთ უცხოელ აგენტს, დავით ბერძენიშვილს გაატესტინეს ეს საკითხი, თვეების წინ ზუსტად იგივე თქვა ბერძენიშვილმა, რომ სომხეთმა მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება, როდესაც გათავისუფლდა ამ ისტორიული მეხსიერებისგან, ამ ტკივილისგან და ისიც საუბრობდა საქართველოს კონტექსტში ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბერძენიშვილი არ აღმოჩნდა საკმარისი დონე, რომ ეს საკითხი აეწიათ და ახლა გამოაგორეს, როგორც ჟარგონზე იტყვიან, კიდევ ერთი უცხოელი აგენტი - გვარამია, რომელსაც იგივე თემა წამოაწევინეს. ეს არის ერთი ჯაჭვი“, - განაცხადა კობახიძემ.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.