მინისტრის მოადგილე: ატმის ექსპორტთან დაკავშირებელი პრობლემები ფაქტიურად აღმოფხვრილია

CC BY 2.0 / Britt Reints / Peachesატამი
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2026
გამოწერა
ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ნაგავსაყრელის ვიდეოკადრები, სადაც დიდი ოდენობით ატამია გადაყრილი.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. გასულ კვირას ატმისა და ვაშლატამას ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები დაფიქსირდა, თუმცა ეს პრობლემები პრაქტიკულად აღმოფხვრილია, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა დოლიძემ.
ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ატა­მი ნა­გავ­საყ­რელ­ზე გა­და­ყა­რეს.
„გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები დაფიქსირდა, თუმცა ეს პრობლემები პრაქტიკულად აღმოფხვრილია. პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს. თანდათანობით გადის ის პროდუქციაც, რომელიც საზღვარზე, მაცივრებში ინახებოდა. ვფიქრობ, ექსპორტის პროცესი ნორმალურად გაგრძელდება და შესაბამისი შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა ლაშა დოლიძემ.
მისი თქმით, საექსპორტო ფასი შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო გასულ კვირაში ექსპორტთან დაკავშირებით არსებული შეფერხებები პრაქტიკულად აღმოიფხვრა.
„ატმისა და ვაშლატამის მოსავალი დაახლოებით 17.000-დან 18.000 ტონამდე იქნება. რაც შეეხება საექსპორტო ფასს, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის და მხოლოდ მცირედი სხვაობა ფიქსირდება“, - განაცხადა დოლიძემ.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას, მინისტრის მოადგილის თქმით, სულ ცოტა ხნის წინ განახლდა და შეიცვალა აგროთანადაფინანსების პროგრამა. მისი თქმით, ატმისა და ვაშლატამის წარმოების მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება.
„ვფიქრობთ, სპეციალური ღონისძიებები გავატაროთ ცოდნის გავრცელების მიმართულებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოვიძიოთ უკეთესი გასაღების ბაზრები და ვაწარმოოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია” - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
საქსტატის მონაცემებით, წელს ქვეყანაში 6 თვეში 423.100 აშშ დოლარის (783 ტონა) ატმის და ნექტარინების იმპორტი დაფიქსირდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 156 200 აშშ დოლარი (336 ტონა) იყო. შესაბამისად, გაზრდილია ფასიც 16%-ით. ატმის იმპორტის უმეტესი ნაწილი თურქეთზე მოდის, მცირე წილი კი ნიდერლანდებზე.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს ატმის ექსპორტმა იანვარ-ივნისში 972.800 აშშ დოლარის ღირებულების 802 ტონა შეადგინა, გასულ წელს კი 3,8 მლნ აშშ დოლარი და 3.151 ტონა იყო. შესაბამისად, კლება დაახლოებით 75%-ია. ქართული ატმის საექსპორტო ბაზარი ორ ქვეყანას - სომხეთსა და რუსეთს მოიცავს.
ყველა ახალი ამბავი
0