https://sputnik-georgia.com/20260818/georgievskis-traqtatis-wyalobit-gadarca-saqartvelo-rogorc-qristianuli-qveyana-kobaxize-300179400.html
გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით გადარჩა საქართველო როგორც ქრისტიანული ქვეყანა - კობახიძე
გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით გადარჩა საქართველო როგორც ქრისტიანული ქვეყანა - კობახიძე
Sputnik საქართველო
ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა, განაცხადა პრემიერმა 18.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-18T16:41+0400
2026-08-18T16:41+0400
2026-08-18T16:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
ფაქტები ისტორიიდან
საქართველოს ისტორიიდან
ისტორიული გმირები
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_0:110:2048:1262_1920x0_80_0_0_6a1799bbb317adfc5d8580b23df3952e.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik.ერეკლე მეორის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შედეგად საქართველო დრეს თვითმყოფადი, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ ფესვებზე დაფუძნებული ქვეყანაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში, 1783 წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და ემორჩილებოდა მას საგარეო საკითხებში, ინარჩუნებდა საშინაო დამოუკიდებლობას და ეკლესიის ავტოკეფალიას. ამით დასრულდა კახეთის მეფეების თითქმის სამსაუკუნოვანი მცდელობები გაეფორმებინათ კავშირი რუსეთთან.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.„საქართველო მუდმივი თავდასხმების, ომებისა და პოლიტიკური წნეხის პირობებში არსებობდა, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ და დემოგრაფიულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. სწორედ ამ ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით უნდა შევაფასოთ ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ ფონზე, რომ ქრისტიანობა ქართველი ხალხისთვის, როგორც წარსულში, ისე დღესაც, ეროვნული და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო და არის“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერის თქმით, იმ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო.„იმ ისტორიული პერიოდისა და უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯების დღევანდელი გადასახედიდან კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ ერეკლე მეორე მოქმედებდა და გადაწყვეტილებებს იღებდა ქვეყნის, მისი სახელმწიფოებრიობისა და მომავლის გადარჩენის ერთადერთი მოტივით“, - აღნიშნა პრემიერმა.ერეკლე მეორეერეკლე მეორე ქართველმა ხალხმა შეიყვარა და „პატარა კახი" უწოდა - იგი იყო დიდი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც კიდევ ერთხელ აღადგინა ქვეყნის ძლიერება და პრესტიჟი. მისი საბრძოლო ნათლობა 1735 წელს მოხდა, როდესაც იგი 15 წლის იყო. თავისი წინაპრების მსგავსად ერეკლე მეორემ მრავალი გამარჯვება მოიპოვა და ლეგენდად იქცა.ერეკლეს მიზანი იყო ყველა ქართული ფეოდალური სამთავროს გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ, გათავისუფლება ირანულ-თურქული ბატონობისგან და ამიერკავკასიაში საქართველოს პოზიციების გაძლიერება.მან შექმნა რეგულარული ქართული არმია, ზრუნავდა საქართველოს მიტოვებულ ტერიტორიებზე ხალხის დასახლებაზე და კანონით შეზღუდა ფეოდალების უფლებები. მან დააარსა სკოლები და სემინარიები ტფილისსა და თელავში, ხელი შეუწყო ქართულ-სომხურ დაახლოებას.1790 წელს ის გამოვიდა „იბერიის მეფეთა და მთავრების ტრაქტატის“ გაფორმების ინიციატორად, რომელსაც ხელი მოაწერეს თავად ერეკლე II-მ, სოლომონ II-მ, გრიგორი დადიანმა და სიმონ გურიელმა.კრწანისის ბრძოლის დროს, რომელშიც 5000-კაციანი ქართული არმია ყიზილბაშთა და ირანელთა 35 ათასიან ჯართან დამარცხდა, 75 წლის ერეკლე მისმა შვილიშვილებმა ძალით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. აღა-მაჰმად ხანის შემოსევის შემდეგ ქვეყნის აოხრებით ფრიად დამწუხრებული, ერეკლე თელავში გაიხიზნა, სადაც 1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა.ერეკლე II დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_faa941d369bb8fc34be91f45fb6b8e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ფაქტები ისტორიიდან , საქართველოს ისტორიიდან , ისტორიული გმირები , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ფაქტები ისტორიიდან , საქართველოს ისტორიიდან , ისტორიული გმირები , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით გადარჩა საქართველო როგორც ქრისტიანული ქვეყანა - კობახიძე
ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik.ერეკლე მეორის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შედეგად საქართველო დრეს თვითმყოფადი, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ ფესვებზე დაფუძნებული ქვეყანაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში, 1783 წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და ემორჩილებოდა მას საგარეო საკითხებში, ინარჩუნებდა საშინაო დამოუკიდებლობას და ეკლესიის ავტოკეფალიას. ამით დასრულდა კახეთის მეფეების თითქმის სამსაუკუნოვანი მცდელობები გაეფორმებინათ კავშირი რუსეთთან.
„როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არამხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც, რასაც ყველაზე უკეთ ის ფაქტი ადასტურებს, რომ დღეს საქართველო თვითმყოფადი, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ ფესვებსა და ტრადიციულ ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანაა“, - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
„საქართველო მუდმივი თავდასხმების, ომებისა და პოლიტიკური წნეხის პირობებში არსებობდა, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ და დემოგრაფიულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. სწორედ ამ ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით უნდა შევაფასოთ ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ ფონზე, რომ ქრისტიანობა ქართველი ხალხისთვის, როგორც წარსულში, ისე დღესაც, ეროვნული და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო და არის“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, იმ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო.
„იმ ისტორიული პერიოდისა და უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯების დღევანდელი გადასახედიდან კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ ერეკლე მეორე მოქმედებდა და გადაწყვეტილებებს იღებდა ქვეყნის, მისი სახელმწიფოებრიობისა და მომავლის გადარჩენის ერთადერთი მოტივით“, - აღნიშნა პრემიერმა.
ერეკლე მეორე ქართველმა ხალხმა შეიყვარა და „პატარა კახი" უწოდა - იგი იყო დიდი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც კიდევ ერთხელ აღადგინა ქვეყნის ძლიერება და პრესტიჟი. მისი საბრძოლო ნათლობა 1735 წელს მოხდა, როდესაც იგი 15 წლის იყო. თავისი წინაპრების მსგავსად ერეკლე მეორემ მრავალი გამარჯვება მოიპოვა და ლეგენდად იქცა.
ერეკლეს მიზანი იყო ყველა ქართული ფეოდალური სამთავროს გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ, გათავისუფლება ირანულ-თურქული ბატონობისგან და ამიერკავკასიაში საქართველოს პოზიციების გაძლიერება.
მან შექმნა რეგულარული ქართული არმია, ზრუნავდა საქართველოს მიტოვებულ ტერიტორიებზე ხალხის დასახლებაზე და კანონით შეზღუდა ფეოდალების უფლებები. მან დააარსა სკოლები და სემინარიები ტფილისსა და თელავში, ხელი შეუწყო ქართულ-სომხურ დაახლოებას.
1790 წელს ის გამოვიდა „იბერიის მეფეთა და მთავრების ტრაქტატის“ გაფორმების ინიციატორად, რომელსაც ხელი მოაწერეს თავად ერეკლე II-მ, სოლომონ II-მ, გრიგორი დადიანმა და სიმონ გურიელმა.
კრწანისის ბრძოლის დროს, რომელშიც 5000-კაციანი ქართული არმია ყიზილბაშთა და ირანელთა 35 ათასიან ჯართან დამარცხდა, 75 წლის ერეკლე მისმა შვილიშვილებმა ძალით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. აღა-მაჰმად ხანის შემოსევის შემდეგ ქვეყნის აოხრებით ფრიად დამწუხრებული, ერეკლე თელავში გაიხიზნა, სადაც 1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა.
ერეკლე II დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.