https://sputnik-georgia.com/20260818/--------300169963.html
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში ელევატორების მიერ გაიყიდა 70,3 მლნ ლარის ღირებულების 69,4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 44,1% იყო იმპორტირებული პროდუქცია 18.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-18T09:37+0400
2026-08-18T09:37+0400
2026-08-18T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:877:2018:2012_1920x0_80_0_0_9f74c29890f8765b1cc5e95a88da3b10.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მასშტაბით ელევატორებში ინახებოდა 116,1 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 55,1%-ს შეადგენდა ხორბალი, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა.საქსტატის" ინფორმაციით, ელევატორებში მოთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 69,6%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.საანგარიშო პერიოდში ელევატორების მიერ გაიყიდა 70,3 მლნ ლარის ღირებულების 69,4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 44,1% იყო იმპორტირებული პროდუქცია.ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 76,9%.მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ელევატორი მუშაობდა ქვემო ქართლის რეგიონში, 5 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 - კახეთში, 3 - შიდა ქართლში, 3 - თბილისში, 1 - იმერეთში და ერთი გურიაში.აღნიშნულ პერიოდში მომსახურება გაეწია 24 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 49 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 381 ადამიანით განისაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:534:2018:2048_1920x0_80_0_0_b23621d9a9a7d4bca1772a5194680aff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
საანგარიშო პერიოდში ელევატორების მიერ გაიყიდა 70,3 მლნ ლარის ღირებულების 69,4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 44,1% იყო იმპორტირებული პროდუქცია
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მასშტაბით ელევატორებში ინახებოდა 116,1 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 55,1%-ს შეადგენდა ხორბალი, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა.
საქსტატის" ინფორმაციით, ელევატორებში მოთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 69,6%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში ელევატორების მიერ გაიყიდა 70,3 მლნ ლარის ღირებულების 69,4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 44,1% იყო იმპორტირებული პროდუქცია.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 76,9%.
მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ელევატორი მუშაობდა ქვემო ქართლის რეგიონში, 5 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 - კახეთში, 3 - შიდა ქართლში, 3 - თბილისში, 1 - იმერეთში და ერთი გურიაში.
აღნიშნულ პერიოდში მომსახურება გაეწია 24 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 49 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 381 ადამიანით განისაზღვრა.