მოსაზრება: ბელარუსი-ჩინეთის ერთობლივი სწავლება - სამიზნეშია აშშ და ნატო

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2026
გამოწერა
მინსკისა და პეკინის ტრანსკონტინენტური სამხედრო თანამშრომლობა პლანეტის განსაკუთრებით თავხედ მეზობლებს მრავალი წელია აიძულებს, დისციპლინირებულები იყვნენ. ჰუბეის პროვინციაში ბელარუსისა და ჩინეთის სპეციალური დანიშნულების ძალების დაჯგუფების სწავლება „სწრაფი არწივი“ მთლიანი მრავალპოლუსიანი ევრაზიის უსაფრთხოებას აძლიერებს და აგრესორს შურისგების გარდაუვალობას ახსენებს.
ბელარუსისა და ჩინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების ტაქტიკური სწავლება Swift Eagle 12-24 აგვისტოს იმართება ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო-სადესანტო ჯარების პოლიგონზე, ჰუბეის პროვინციაში, რომელიც ამ ქვეყნის გულად ითვლება. ბელარუსისა და ჩინეთის სამხედრო კონტინგენტები, ქალაქის პირობებში, საფარებიდან სროლისა და პოზიციების შეცვლის მეთოდებს ამუშავებენ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოზიციების შენარჩუნების ტაქტიკასა და ქალაქის განაშენიანების სიღრმეში წინსვლას. სპეციალური ოპერაციების ძალების მოიერიშე ჯგუფების მოქმედებები ავტომატიზმამდეა დაყვანილი.
ჩინელმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ მსგავსი მანევრები უკვე მეოთხედ ტარდება. სწავლების ძირითადი აქცენტები თემის „ერთობლივი კონტრტერორისტული ოპერაციები ქალაქის პირობებში“ ფარგლებშია: დაზვერვა, შენიღბვა და მოწინააღმდეგის მეთვალყურეობის წინააღმდეგ მოქმედება, ობიექტის ხელში ჩაგდება და კონტროლი (დაცვა), მოწინააღმდეგის განადგურება. ერთობლივი საბრძოლო მომზადება იმის საშუალებას იძლევა, რომ გაიზარდოს სპეციალური ოპერაციების ძალების ეფექტიანობა და ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდეს.
სწავლება „სწრაფი არწივის“ კონტრტერორისტული მიმართულება სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილს ასახავს, არ ცვლის მათი არსებობის არსს და ამ ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს არ ამცირებს. ბელარუსში სპეციალური ოპერაციების ძალები შექმნილია და განკუთვნილია „პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მიზნების მისაღწევად, რომ შესრულდეს სპეციალური ამოცანები”.
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სარდლობა გეგმავს, გამოიყენოს „სამგანზომილებიანი მანევრი“, საცეცხლე ძალა და სადესანტო-მოიერიშე ქვედანაყოფების (სპეციალური ოპერაციების ძალების) შეტევის შესაძლებლობები, როგორც ძირითადი საბრძოლო ძალა, უფრო მასშტაბური ერთობლივი ოპერაციის ან ჩინეთის ფარგლებს გარეთ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად. ცნობილია, რომ ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში ორ ბირგადაზე მეტი შედის.
ჩინეთის სპეციალური ოპერაციების ძალები კი არანაკლებ 15 ბრიგადას მოიცავს. სპეციალისტები მომზადებულები არიან პლანეტის ნებისმიერ წერტილში, საბრძოლო გამოყენების ყველა გარემოში სადაზვერვო-სადივერსიო ამოცანების შესასრულებლად.
სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების მომზადება უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილების საფუძველზე შექმნილი მეთოდიკებით მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკურ და მორალურ-ფსიქოლოგიურ მომზადებას ეთმობა: ხანგრძლივ მარშ-გადასვლებს იარაღითა და საბრძოლო მასალით, ხელჩართული ბრძოლის კარგ უნარებს, მთებსა და უდაბნოებში, ტროპიკულ ნოტიო კლიმატსა და არქტიკაში გადარჩენას.
სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი სწავლება მხოლოდ ტაქტიკისა და ცალკეული მეთოდების უბრალო კოპირება არ არის. ის ბელარუსისა და ჩინეთის სამხედრო სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ მოკავშირეების ოპერატიულ თავისებურებებს და საფუძველი ჩაუყარონ ეფექტიან ურთიერთქმედებას მომავალ საჰაერო-სადესანტო და სხვა ოპერაციებში.
ჩინეთის სახელმწიფო მედიამ Swift Eagle 2026-ის მანევრებში ძალების საბრძოლოუნარიანობის ამაღლებისა და პეკინისა და მინსკის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა დაინახა. აღსანიშნავია, რომ Swift Eagle-ის სწავლების ფონზე, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანფუ 16 აგვისტოს ბელარუსში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით. რაც კოლექტიურ დასავლეთს ძალიან არ მოსწონს.
ადრე, 2024 წლის ივლისში, ჩინეთის ჯარები ბელარუსში განლაგდნენ 11-დღიანი ერთობლივი სწავლებისთვის ბრესტის ოლქში, პოლონეთის საზღვრიდან აღმოსავლეთით 3 კმ-ში და უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით 30 კმ-ში. დასავლეთი შეშფოთებელი იყო აშშ-ში ნატოს „საიუბილეო“ სამიტის წინა დღეს ბარანოვიჩებში ჩინეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის გამოჩენით. ამერიკულმა ანალიტიკურმა ჟურნალმა Military Watch-მა მაშინ განაცხადა: „განლაგება ჩინეთსა და ნატოს შორის დაძაბულობის ესკალაციის მნიშვნელოვანი ეტაპია“. გამოცემამ The War Zone-მა დაამატა: ბელარუსში ჩინელი ჯარისკაცები ევროპაში „ახალ დინამიკას ქმნიან“, ხოლო „ევროპაში მანევრებში ჩინეთის ჯარების ყოფნა... ნატოს მიანიშნებს, რომ პეკინი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს კონტინენტის სამხედრო პრობლემებში“.
ისტორია გრძელდება. ჟურნალმა Military Watch-მა 15 აგვისტოს აღნიშნა: „Swift Eagle 2026-ის სწავლების მნიშვნელობა ტერორიზმთან ბრძოლას სცდება. ეს არის შესაძლებლობა, შემოწმდეს ოპერატიული თავსებადობს, ამაღლდეს სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთგაგების დონე, გამოვლინდეს განსხვავებები დოქტრინასა და ტექნიკაში... ჩვენ ვხედავთ პეკინის მუდმივ ინტერესს თავისი რეგიონის ფარგლებს გარეთ პარტნიორებთან პრაქტიკული სამხედრო ურთიერთობების განვითარების მიმართ“. ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში.
მეორე მხრივ, ერთობლივი რუსულ-ჩინური სწავლება „საზღვაო ურთიერთქმედება“ მსოფლიო ოკეანის სხვადასხვა რაიონს მოიცავს, მათ შორის - ბალტიის ზღვას. „ურთიერთქმედება-2026“ 6–13 ივლისს ყვითელ ზღვაზე გაიმართა, სარაკეტო მიმართულების აქცენტით. რუსულ-ჩინური მანევრები სამხედრო თანამშრომლობის ცალკე, ფართო მიმართულებაა.
მსოფლიოში სიმშვიდე არ არის, დასავლეთის ცალკეული ქვეყნები, აგრესიული მოქმედებებით, ცდილობენ, დაამტკიცონ თავიანთი უფლება „ჰეგემონიაზე“. შემთხვევითი არ არის, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დღეს ჩინეთი რთულ პერიოდში მყოფ ქვეყნად წარმოაჩინა და საკუთარ ხალხს მოუწოდა „ურყევი საბრძოლო სულისკვეთების“ გამოვლენისკენ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ბელარუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ერთობლივი სამხედრო სწავლებები, სხვადასხვა კომბინაციითა და გეოგრაფიულ წერტილებში, სისტემური, მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვანი წვლილია საბრძოლო სულისკვეთებისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0