საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდებს ხსნის - ანალიტიკოსების პროგნოზი

© photo: Sputnikტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2026
გამოწერა
2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7,1%-ით გაიზარდა - 590 მლნ აშშ დოლარამდე.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც 2025 წლის რეკორდულ მაჩვენებელს 4,3%-ით აღემატება, ასეთია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის პროგნოზი.
2025 წელს საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან დაახლოებით 4,7 მილიარდი დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი 2025 წელს 5,98%-ით გაიზარდა. 2025 წელს ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 697,3 მილიონი დოლარი.
„ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4,9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს, ხოლო 5,3 მლრდ აშშ დოლარს 2027 წელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7,1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმის შემოსავლები 2,5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (უცვლელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ბოლო ორ წელიწადში ყველა რეკორდი მოხსნა. რეკორდებს ხსნის საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც.
2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 1,9 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,03%-ით ნაკლებია.
2026 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს - 335,6 მილიონი აშშ დოლარი.
ამასთან, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა 25,05%-ით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან კი 21,16%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0