https://sputnik-georgia.com/20260817/qobuletsi-warmoebul-svanur-marilsi-akrzaluli-sarebavi-armocnda-300207402.html
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავი აღმჩნა
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავი აღმჩნა
Sputnik საქართველო
გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან... 17.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-17T17:02+0400
2026-08-17T17:02+0400
2026-08-20T17:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/27/234322714_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_51f437a781c51005b282b1b549925166.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზო-საღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა, ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავები, კერძოდ: Sudan I და Sudan IV მხოლოდ ერთ, შპს "ნთკ 2016" (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე) მიერ წარმოებულ სვანური მარილის ნიმუშში აღმოჩნდა (დამზადების თარიღი: 02.02.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 02.02.2027 წელი)", - აღნიშნულია ინფორმაციაში მათივე ცნობით, გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს. როგორც სააგენტო განმარტავს, სურსათში საღებავების ( Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B) გამოყენება აკრძალულია. "სუდანის" ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. "სურსათში აკრძალული საღებავების აღმოჩენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება, რაც სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების და გააქტიურებული კონტროლის შედეგია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის განხორციელებისას" - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ კვერნაძემ. კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან წითელი წიწაკის იმპორტისას სპეციალური მოთხოვნები მოქმედებს.რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/27/234322714_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_0589741e7c4e5a92cbdf05a4d59abdc4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტო
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავი აღმჩნა
17:02 17.08.2026 (განახლებულია: 17:02 20.08.2026) გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზო-საღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა, ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.
"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავები, კერძოდ: Sudan I და Sudan IV მხოლოდ ერთ, შპს "ნთკ 2016" (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე) მიერ წარმოებულ სვანური მარილის ნიმუშში აღმოჩნდა (დამზადების თარიღი: 02.02.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 02.02.2027 წელი)", - აღნიშნულია ინფორმაციაში
მათივე ცნობით, გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს.
როგორც სააგენტო განმარტავს, სურსათში საღებავების ( Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B) გამოყენება აკრძალულია. "სუდანის" ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს.
"სურსათში აკრძალული საღებავების აღმოჩენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება, რაც სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების და გააქტიურებული კონტროლის შედეგია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის განხორციელებისას" - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ კვერნაძემ.
კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან წითელი წიწაკის იმპორტისას სპეციალური მოთხოვნები მოქმედებს.რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე.