ბათუმის აკვატორიაში ნარჩენების მონიტორინგისთვის პირველად დრონი გამოიყენეს

© Sputnik / Alexander Imedashviliდამსვენებლები სარფში
დამსვენებლები სარფში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2026
გამოწერა
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ზღვის ნარჩენების მონიტორინგის ეროვნული პროგრამის ეტაპობრივ განხორციელებას.
თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. ბათუმის სანაპიროსთან შავი ზღვის ზედაპირზე მოტივტივე ნარჩენების მოსაძებნად პირველად თანამედროვე დრონი გამოიყენეს, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
მონიტორინგი ტარდება საგრანტო პროექტის – „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც გარემოს ეროვნულ სააგენტო შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიასთან (BSC) ერთობლივად ახორციელებს.
მონიტორინგის ფარგლებში ბათუმის აკვატორიაში ფსკერზე, ზღვის ზედაპირსა და სანაპირო ზოლში არსებული ნარჩენები შეფასდა. ზღვის ზედაპირზე მოტივტივე ნარჩენების გამოსავლენად თანამედროვე სტანდარტების დრონის გამოყენება მონიტორინგის პროცესის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ამ ეტაპზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს შეგროვებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში საზღვაო ნარჩენების ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ეტაპობრივ დანერგვას, ასევე მონიტორინგის განხორციელების ინსტიტუციური და რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებას.
ყველა ახალი ამბავი
0