https://sputnik-georgia.com/20260816/tenderis-vada-gaxangrzlivda-300155160.html
აზერბაიჯანი-სომხეთის მიმართულებით გზების მშენებლობაზე ტენდერების ვადა გახანგრძლივდა
აზერბაიჯანი-სომხეთის მიმართულებით გზების მშენებლობაზე ტენდერების ვადა გახანგრძლივდა
Sputnik საქართველო
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთო ჯამში 61,3 კილომეტრი სიგრძის ახალი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალების მშენებლობა. 16.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-16T20:53+0400
2026-08-16T20:53+0400
2026-08-16T21:45+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
აზერბაიჯანი
სომხეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252253589_90:0:1192:620_1920x0_80_0_0_8769b2ece51f52b33d9a3c74cb6779be.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ახალი მაგისტრალების მშენებლობისთვის გამოცხადებული 250 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერები 24 აგვისტომდე გააგრძელა.მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს - განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 აგვისტო იყო, თუმცა ტენდერის ვადა 10 დღით გახანგრძლივდა.ახალი მაგისტრალები ქალაქ რუსთავიდან დაიწყება და ორი მიმართულებით, „წითელი ხიდისა" და „სადახლოსკენ" გაივლის.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთო ჯამში 61,3 კილომეტრი სიგრძის ახალი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალების მშენებლობა.ლოტები ასე ნაწილდება:ამ დროისთვის საქართველოს და სომხეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალები ორზოლიანია და ის მეტწილად დასახლებულ პუნქტებში გადის. ახალმა მაგისტრალმა კი გამტარიანობა უნდა გაზარდოს და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს გვერდი უნდა აუქციოს.გზის ამ მონაკვეთზე ტენდერი თავდაპირველად 2024 წლის აგვისტოში გამოცხადდა და მის ფარგლებში გამარჯვებულის გამოვლენა და მშენებლობის დაწყება ჯერ კიდევ 2025 წელს იგეგმებოდა. თუმცა, 2026 წლის მარტში ტენდერი ოფიციალურად შეწყდა, რის მიზეზადაც დაბალი კონკურენცია დასახელდა.მიმდინარე წლის მარტში კი გამოცხადდა 19 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი გზის სამშენებლო ზედამხედველობის მომსახურებასთან დაკავშირებით. პარალელურად კი საქართველოს მთავრობამ განაგრძო გზის გაყვანისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვის პროცესი, რისთვისაც წელს დამატებით რამდენიმე ექსპროპრიაციაც გამოცხადდა.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252253589_227:0:1054:620_1920x0_80_0_0_d24fbbcdf7c37525625bb80f598380be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
აზერბაიჯანი-სომხეთის მიმართულებით გზების მშენებლობაზე ტენდერების ვადა გახანგრძლივდა
20:53 16.08.2026 (განახლებულია: 21:45 16.08.2026) პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთო ჯამში 61,3 კილომეტრი სიგრძის ახალი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალების მშენებლობა.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ახალი მაგისტრალების მშენებლობისთვის გამოცხადებული 250 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერები 24 აგვისტომდე გააგრძელა.
მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს - განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 აგვისტო იყო, თუმცა ტენდერის ვადა 10 დღით გახანგრძლივდა.
ახალი მაგისტრალები ქალაქ რუსთავიდან დაიწყება და ორი მიმართულებით, „წითელი ხიდისა" და „სადახლოსკენ" გაივლის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთო ჯამში 61,3 კილომეტრი სიგრძის ახალი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალების მშენებლობა.
რუსთავი-ალგეთი – 21 კილომეტრი, ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის სიგანე 3,75 მეტრი;
ალგეთი-წითელი ხიდი – 10,9 კილომეტრი, ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის სიგანე 3,75 მეტრი;
ალგეთი-არაფლო – 13 კილომეტრი, ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის სიგანე 3,75 მეტრია;
არაფლო-სადახლო – 16,3 კილომეტრი, ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის თითოეული ზოლის სიგანე 3,75 მეტრი.
ამ დროისთვის საქართველოს და სომხეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალები ორზოლიანია და ის მეტწილად დასახლებულ პუნქტებში გადის. ახალმა მაგისტრალმა კი გამტარიანობა უნდა გაზარდოს და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს გვერდი უნდა აუქციოს.
გზის ამ მონაკვეთზე ტენდერი თავდაპირველად 2024 წლის აგვისტოში გამოცხადდა და მის ფარგლებში გამარჯვებულის გამოვლენა და მშენებლობის დაწყება ჯერ კიდევ 2025 წელს იგეგმებოდა. თუმცა, 2026 წლის მარტში ტენდერი ოფიციალურად შეწყდა, რის მიზეზადაც დაბალი კონკურენცია დასახელდა.
მიმდინარე წლის მარტში კი გამოცხადდა 19 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი გზის სამშენებლო ზედამხედველობის მომსახურებასთან დაკავშირებით. პარალელურად კი საქართველოს მთავრობამ განაგრძო გზის გაყვანისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვის პროცესი, რისთვისაც წელს დამატებით რამდენიმე ექსპროპრიაციაც გამოცხადდა.