https://sputnik-georgia.com/20260816/rusma-samxedroebma-ukrainis-qarxnebs-daartyes-300154566.html
კიევი, კრემენჩუგი და კრივოი-როგი: რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქარხნებზე იერიში მიიტანეს
კიევი, კრემენჩუგი და კრივოი-როგი: რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქარხნებზე იერიში მიიტანეს
Sputnik საქართველო
დარტყმები ხორციელდება ზუსტი მართვადი იარაღითა და დრონებით, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი სამიზნის განადგურება არა მხოლოდ კიევში, არამედ უკრაინის მთელ... 16.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-16T20:13+0400
2026-08-16T20:13+0400
2026-08-16T20:13+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277288580_0:114:3237:1934_1920x0_80_0_0_aba9802606f8dc2923eb49d0d83e0fa0.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. კვირას, დილით, რუსმა სამხედროებმა მაღალი სიზუსტის იარაღით იერიში მიიტანეს უკრაინის საწარმოებზე, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სამიზნე კიევში, კრემენჩუგსა და კრივოი-როგში არსებული სამხედრო-სამრეწველო ობიექტები გახდა - მათ შორისაა Fire Point LLC-ის საწარმო, რომელიც „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებისთვის კომპონენტებს აწარმოებს და ასევე შპს УКРДЕФЕНС КАМПАНИ-ის ქარხანა, რომელიც საზენიტო დრონების სათადარიგო ნაწილებს აწარმოებს.პოლტავის ოლქში მაღალი სიზუსტის იარაღის სამიზნე გახდა ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო - კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის საწვავ-საპოხ მასალებს აწარმოებს.„დაბომბვას გადარჩენილი საწარმოს რეზერვუარების პარკი კვლავ გამოიყენება საზღვარგარეთიდან შემოსული საწვავ-საპოხი მასალების გადასატვირთად“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.კრივოი-როგში განადგურდა მეტალურგიული კომბინატის რამდენიმე ცეხი, რომლის პროდუქციაც სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების წარმოებისთვის გამოიყენება.ამასთან, დღეს დილით, ოდესის პორტში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს გემზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობას გადაჰქონდა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277288580_252:0:2983:2048_1920x0_80_0_0_55810e5b3148198b82deceb9ee9d9ea0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
კიევი, კრემენჩუგი და კრივოი-როგი: რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქარხნებზე იერიში მიიტანეს
დარტყმები ხორციელდება ზუსტი მართვადი იარაღითა და დრონებით, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი სამიზნის განადგურება არა მხოლოდ კიევში, არამედ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. კვირას, დილით, რუსმა სამხედროებმა მაღალი სიზუსტის იარაღით იერიში მიიტანეს უკრაინის საწარმოებზე, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამიზნე კიევში, კრემენჩუგსა და კრივოი-როგში არსებული სამხედრო-სამრეწველო ობიექტები გახდა - მათ შორისაა Fire Point LLC-ის საწარმო, რომელიც „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებისთვის კომპონენტებს აწარმოებს და ასევე შპს УКРДЕФЕНС КАМПАНИ-ის ქარხანა, რომელიც საზენიტო დრონების სათადარიგო ნაწილებს აწარმოებს.
პოლტავის ოლქში მაღალი სიზუსტის იარაღის სამიზნე გახდა ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო - კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის საწვავ-საპოხ მასალებს აწარმოებს.
„დაბომბვას გადარჩენილი საწარმოს რეზერვუარების პარკი კვლავ გამოიყენება საზღვარგარეთიდან შემოსული საწვავ-საპოხი მასალების გადასატვირთად“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
კრივოი-როგში განადგურდა მეტალურგიული კომბინატის რამდენიმე ცეხი, რომლის პროდუქციაც სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების წარმოებისთვის გამოიყენება.
ამასთან, დღეს დილით, ოდესის პორტში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს გემზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობას გადაჰქონდა.