მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის არმიამ ორი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

© photo: Sputnik / Sergey Bobilev / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო
სამხედრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2026
გამოწერა
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. რუსმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ერთი ხარკოვის ოლქში და მეორე დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ხარკოვის ოლქში მდებარე სოფელი კუდიევკა რუსეთის არმიის დაჯგუფება „ჩრდილოეთის“ მებრძოლებმა გაათავისუფლეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკოვისა და სუმის ოლქებში მოქმედმა დაჯგუფებამ უკრაინის შეიარაღებული ძალების რვა ბრიგადის და სამი მოიერიშე პოლკის დანაყოფები დაამარცხა. „ჩრდილოეთის“ მოქმედების ზონაში უკრაინის სადღეღამისო დანაკარგმა 200-მდე მებრძოლი, 12 ავტომობილი, ჯავშანმანქანა და ერთი საარტილერიო იარაღი შეადგინა.
დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მდებარე სოფელი პერშომარიოვკა „სამხრეთის“ დაჯგუფების ქვედანაყოფებმა დაიკავეს.
დაჯგუფების მებრძოლებმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხუთ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის სლავიანსკსა და კრამატორსკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი ბრიგადისა და ერთი მოიერიშე პოლკის ფორმირებებს დაარტყეს.
ამ მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღე-ღამეში 250-მდე სამხედრო მოსამსახურე, ერთი ჯავშანმანქანა, 21 ავტომობილი და ერთი საარტილერიო იარაღი დაკარგა.
ყველა ახალი ამბავი
0