https://sputnik-georgia.com/20260816/ministri-saqartvelos-xorblis-warmoebis-gazrda-schirdeba-300153310.html
მინისტრი: საქართველოს ხორბლის წარმოების გაზრდა სჭირდება
მინისტრი: საქართველოს ხორბლის წარმოების გაზრდა სჭირდება
Sputnik საქართველო
2025 წლის ბოლოს იუნესკომ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. 16.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-16T18:13+0400
2026-08-16T18:13+0400
2026-08-16T18:13+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/10/294180361_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_e5f0de9a105b5a7b61ab04a4eff4a4bf.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ხორბალი საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო პროდუქტია, ამიტომაც საჭიროა ერთდროულად მისი წარმოების გაზრდაც და ეროვნული ჯიშების შენარჩუნებაც, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში.მინისტრი ხორბლის წარმოებასა და სელექციას გაეცნო, ასევე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ფერმერებს ზრდისთვის მეტი შესაძლებლობა მისცეს.„ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის გაზრდა, ფერმერებისა და აგრომეწარმეებისთვის განვითარების მეტი შესაძლებლობის მიცემა და, ამავდროულად, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება“, – განაცხადა სონღულაშვილმა.მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე აგროტექნოლოგიებს სწავლობენ და ხორბლის ახალი ჯიშების გამოცდას ახორციელებენ. გარდა ამისა, აქ ხდება მარცვლეულის გადამუშავება და ქართული ხორბლისა და სიმინდისგან ფქვილის წარმოება.წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) შემოდის რუსეთიდან, რომელიც ასევე მარცვლის უდიდესი მომწოდებელიცაა. 2025 წლის ბოლოს იუნესკომ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/10/294180361_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_2372b60060a93733cb1b81bcf873c86e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
მინისტრი: საქართველოს ხორბლის წარმოების გაზრდა სჭირდება
2025 წლის ბოლოს იუნესკომ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ხორბალი საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო პროდუქტია, ამიტომაც საჭიროა ერთდროულად მისი წარმოების გაზრდაც და ეროვნული ჯიშების შენარჩუნებაც, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში.
მინისტრი ხორბლის წარმოებასა და სელექციას გაეცნო, ასევე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ხორბლის წარმოების ზრდას, ისე ქართული ჯიშების შენარჩუნებას, კვლევასა და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული ახალი ჯიშების განვითარებას.“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ფერმერებს ზრდისთვის მეტი შესაძლებლობა მისცეს.
„ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის გაზრდა, ფერმერებისა და აგრომეწარმეებისთვის განვითარების მეტი შესაძლებლობის მიცემა და, ამავდროულად, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე აგროტექნოლოგიებს სწავლობენ და ხორბლის ახალი ჯიშების გამოცდას ახორციელებენ. გარდა ამისა, აქ ხდება მარცვლეულის გადამუშავება და ქართული ხორბლისა და სიმინდისგან ფქვილის წარმოება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარება და ქართული ჯიშების შენარჩუნება მნიშვნელოვანია ქვეყნის აგროსექტორის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.
წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) შემოდის რუსეთიდან, რომელიც ასევე მარცვლის უდიდესი მომწოდებელიცაა.
2025 წლის ბოლოს იუნესკომ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს.