https://sputnik-georgia.com/20260816/mgvimevis-dedata-monasters-reabilitacia-chautardeba-300153992.html
მუნიციპალური ფონდი: მე-13 საუკუნის მონასტრის ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვის ადაპტირდება
მუნიციპალური ფონდი: მე-13 საუკუნის მონასტრის ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვის ადაპტირდება
Sputnik საქართველო
პროექტი მოიცავს როგორც მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ისე სოფელ კაცხში ტურისტული... 16.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-16T19:39+0400
2026-08-16T19:39+0400
2026-08-16T19:39+0400
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/10/300153507_0:94:900:600_1920x0_80_0_0_cfccd1863456187c667a0fcb72a61a82.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურაში მდებარე მე-13 საუკუნის მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-აღდგენისთვის ტენდერი გამოაცხადა.ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.პროექტი მოიცავს როგორც მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ისე სოფელ კაცხში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.სოფელ კაცხში კი მოეწყობა კაცხის სვეტის ხედზე ორიენტირებული გადასახედი მოედანი და მასთან მისასვლელი საფეხმავლო ეკო-ბილიკი. ასევე, მოეწყობა უსაფრთხოების დამცავი ბარიერები, საინფორმაციო დაფები და მცირე მოსასვენებელი სივრცე.მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიული და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას. მღვიმევის მონასტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის მოთხოვნების დაცვით განხორციელდება, ხოლო სოფელ კაცხში სამუშაოები გარემოში მინიმალური ჩარევის პრინციპით შესრულდება.მღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია მდიდრული ჩუქურთმებით.მონასტერში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია მთავარ გგამოქვაბულში მოხვედრა. მთავარი გამოქვაბული 35 მეტრ სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში. შესავალში მისი სიგანე საშუალოდ 20–22 მეტრს შეადგენს, ხოლო სიღრმეში თანდათან ვიწროვდება. გამოქვაბულის შესავლის მეორე მხარეს დგას პატარა ეკლესია, VIს-ის ძეგლი, რომელიც წმიდა ეკატერინეს სახელობისაა. იგი მთლიანად კლდეში არის გამოკვეთილი და მხოლოდ ფასადი აქვს თლილი ქვისაგან ამოშენებული. ფასადი მორთულია ქართული ორნამენტებით. გამოქვაბულის სიღრმეში წყაროა. მღვიმის მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი გამოქვაბულია. ისინი გამოყენებული ყოფილა მონასტრის მსახურთა თავშესაფრად.მონასტერში, რომელიც თავისი მდებარეობით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში, ამჟამად 10-მდე მორჩილი ცხოვრობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/10/300153507_100:0:900:600_1920x0_80_0_0_57cbb1fff45607e34d56911ce5bbc27a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
მუნიციპალური ფონდი: მე-13 საუკუნის მონასტრის ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვის ადაპტირდება
პროექტი მოიცავს როგორც მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ისე სოფელ კაცხში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურაში მდებარე მე-13 საუკუნის მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-აღდგენისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.
პროექტი მოიცავს როგორც მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ისე სოფელ კაცხში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
მღვიმევის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია არსებული საფეხმავლო ბილიკისა და კიბეების რეაბილიტაცია, უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობა, მონასტერში ასასვლელი ლითონის კიბის აღდგენა, სანიტარული კვანძების მოწესრიგება და მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა.
სოფელ კაცხში კი მოეწყობა კაცხის სვეტის ხედზე ორიენტირებული გადასახედი მოედანი და მასთან მისასვლელი საფეხმავლო ეკო-ბილიკი. ასევე, მოეწყობა უსაფრთხოების დამცავი ბარიერები, საინფორმაციო დაფები და მცირე მოსასვენებელი სივრცე.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიული და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას. მღვიმევის მონასტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის მოთხოვნების დაცვით განხორციელდება, ხოლო სოფელ კაცხში სამუშაოები გარემოში მინიმალური ჩარევის პრინციპით შესრულდება.
„პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას და ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ღირებულებების შენარჩუნებას", - ნათქვამია განცხადებაში.
მღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია მდიდრული ჩუქურთმებით.
მონასტერში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია მთავარ გგამოქვაბულში მოხვედრა. მთავარი გამოქვაბული 35 მეტრ სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში. შესავალში მისი სიგანე საშუალოდ 20–22 მეტრს შეადგენს, ხოლო სიღრმეში თანდათან ვიწროვდება.
გამოქვაბულის შესავლის მეორე მხარეს დგას პატარა ეკლესია, VIს-ის ძეგლი, რომელიც წმიდა ეკატერინეს სახელობისაა. იგი მთლიანად კლდეში არის გამოკვეთილი და მხოლოდ ფასადი აქვს თლილი ქვისაგან ამოშენებული. ფასადი მორთულია ქართული ორნამენტებით. გამოქვაბულის სიღრმეში წყაროა. მღვიმის მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი გამოქვაბულია. ისინი გამოყენებული ყოფილა მონასტრის მსახურთა თავშესაფრად.
მონასტერში, რომელიც თავისი მდებარეობით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში, ამჟამად 10-მდე მორჩილი ცხოვრობს.