https://sputnik-georgia.com/20260816/gelatis-reabilitaciis-komitetis-gancxadebas-avrcelebs-300153076.html
„დეზინფორმაციული კამპანია": გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
„დეზინფორმაციული კამპანია": გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. 16.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-16T17:00+0400
2026-08-16T17:00+0400
2026-08-16T17:00+0400
საქართველო
საზოგადოება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293916850_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_883c747cd542d8efdf36ab54593f51be.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ხორციელდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობები, რაც რეალურად აზიანებს კომპლექსის გადარჩენის პროცესს, ნათქვამია საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომიტეტი ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში ტაძარში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება და მათ „მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას" უწოდებს.„სამწუხაროდ, ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს... დეზინფორმაციული კამპანიის ავტორების მხრიდან არის მცდელობა ეჭვქვეშ დადგეს კათედრალის დროებითი გადახურვის მართებულობის საკითხი და ვრცელდება უღირსი ცნობები, თითქოს ტაძარი ე.წ. „ცელოფნით“ არის გადახურული", - ნათქვამია განცხადებაში.გელათის ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვა 2020 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) მთავარი მოთხოვნა იყო. წარმოდგენილი 20 საპროექტო წინადადებიდან, მხოლოდ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობით, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროექტი აღმოჩნდა რეალურად განხორციელებადი და გამოწვევების შესაბამისი, აღნიშნულია განცხადებაში.კომიტეტი სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს კრიტიკოსთა მტკიცებებს ინტერიერისა და კედლის მხატვრობის სავარაუდო დაზიანების ან არასწორი მეთოდოლოგიით მუშაობის შესახებ.„უსაფუძვლოა მტკიცებები ინტერიერსა და კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, თითქოს ტაძრის შიგნით ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და მიმდინარეობს გეგმური, ეტაპობრივი კონსერვაციის პროცესი.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით და შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს.კომიტეტი მოუწოდებს დაინტერესებულ ჯგუფებსა და მედიას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ან მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა ხელი არ შეეშალოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესს.გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები (გუმბათის ჩათვლით) 2025 წლის ივნისში დასრულდა. სამუშაოები განახორციელა გელათის დროებითმა რეაბილიტაციის კომიტეტმა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2023 წელს შეიქმნა. საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციისთვის 7,5 მილიონი ლარი გამოუყო.უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო.გელათის პრობლემებიტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.გელათი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293916850_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_2276f6502ef3e782d9dccdb38c933688.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ახალი ამბები
„დეზინფორმაციული კამპანია": გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ხორციელდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობები, რაც რეალურად აზიანებს კომპლექსის გადარჩენის პროცესს, ნათქვამია საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომიტეტი ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში ტაძარში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება და მათ „მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას" უწოდებს.
„სამწუხაროდ, ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს... დეზინფორმაციული კამპანიის ავტორების მხრიდან არის მცდელობა ეჭვქვეშ დადგეს კათედრალის დროებითი გადახურვის მართებულობის საკითხი და ვრცელდება უღირსი ცნობები, თითქოს ტაძარი ე.წ. „ცელოფნით“ არის გადახურული", - ნათქვამია განცხადებაში.
გელათის ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვა 2020 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) მთავარი მოთხოვნა იყო. წარმოდგენილი 20 საპროექტო წინადადებიდან, მხოლოდ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობით, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროექტი აღმოჩნდა რეალურად განხორციელებადი და გამოწვევების შესაბამისი, აღნიშნულია განცხადებაში.
„რაც შეეხება უშუალოდ გადასახურ მასალას, იგი წარმოადგენს PVC ტიპის მაღალტექნოლოგიური ქსოვილს, რომელიც სამი თვის განმავლობაში სპეციალურად გელათისათვის იქსოვებოდა გერმანიაში, შესაბამის საწარმოში და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საკონსერვაციო სტანდარტებს. რომ არა ერთიანი დროებითი გადახურვა, შეუძლებელი იქნებოდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის უხარისხო გადახურვების მოხსნა და იმ სველი ინერტული მასალის ამოღება, რომელსაც დღეს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.
კომიტეტი სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს კრიტიკოსთა მტკიცებებს ინტერიერისა და კედლის მხატვრობის სავარაუდო დაზიანების ან არასწორი მეთოდოლოგიით მუშაობის შესახებ.
„უსაფუძვლოა მტკიცებები ინტერიერსა და კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, თითქოს ტაძრის შიგნით ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და მიმდინარეობს გეგმური, ეტაპობრივი კონსერვაციის პროცესი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით და შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს.
კომიტეტი მოუწოდებს დაინტერესებულ ჯგუფებსა და მედიას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ან მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა ხელი არ შეეშალოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესს.
გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები (გუმბათის ჩათვლით) 2025 წლის ივნისში დასრულდა. სამუშაოები განახორციელა გელათის დროებითმა რეაბილიტაციის კომიტეტმა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2023 წელს შეიქმნა. საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციისთვის 7,5 მილიონი ლარი გამოუყო.
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო.
ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
გელათი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.