https://sputnik-georgia.com/20260815/zlieri-wvima-tbilissi-meria-agrzelebs-uamindobis-sedegebis-armofxvras-300132730.html
ძლიერი წვიმა თბილისში: მერია აგრძელებს უამინდობის შედეგების აღმოფხვრას
ძლიერი წვიმა თბილისში: მერია აგრძელებს უამინდობის შედეგების აღმოფხვრას
Sputnik საქართველო
თბილისის მერიის სამსახურები აგრძელებენ წუხანდელი წვიმის შედეგების აღმოფხვრას 15.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-15T14:51+0400
2026-08-15T14:51+0400
2026-08-15T14:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0f/300131594_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_adfd092afac737f08963040af96faa74.jpg
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, აცხადებენ თბილისის მერიაში.14 აგვისტოს საღამოს მოსულმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა". განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე. საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. მთელი ღამის განმავლობაში სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა ვიდეოკადრები თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან, სადაც ჩანდა დატბორილი ქუჩები, სარდაფები, პირველი სართულები, კომერციული სივრცეები, კორპუსების სადარბაზოები.უწყების განცხადებით, გაწმენდის სამუშაოებში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.„წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. „თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ პრობლემურ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა“, - აღნიშნეს უწყებაში.როგორც მერიაში აცხადებენ, სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე „თბილსერვის ჯგუფის“ ცოცხალი ძალა. პარალელურად, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენით, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან.„დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ.ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები. ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადაყვანა შესთავაზა, განაცხადეს მერიაში.გარდა ამისა, სხვადასხვა უბანში მდებარე რამდენიმე შენობის ფასადზე ჩამოშლილია ბათქაში. ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილები მოყოლილია ფერდიდან ჩამოშლილი მიწის ნაშალში. რაც შეეხება ლეღვთახევს, ადიდებული მდინარე უკვე დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს და უახლოეს დღეებში მოხდება ტერიტორიის გაწმენდა.თბილისის მერიის წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს და ადგილზე რჩებიან პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 032 2 72 22 22.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0f/300131594_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_f7525a916e0a90067f1107ba373c0266.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ძლიერი წვიმა თბილისში: მერია აგრძელებს უამინდობის შედეგების აღმოფხვრას
თბილისის მერიის სამსახურები აგრძელებენ წუხანდელი წვიმის შედეგების აღმოფხვრას
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, აცხადებენ თბილისის მერიაში.
14 აგვისტოს საღამოს მოსულმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა". განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე. საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. მთელი ღამის განმავლობაში სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა ვიდეოკადრები თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან, სადაც ჩანდა დატბორილი ქუჩები, სარდაფები, პირველი სართულები, კომერციული სივრცეები, კორპუსების სადარბაზოები.
უწყების განცხადებით, გაწმენდის სამუშაოებში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
„წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. „თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ პრობლემურ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა“, - აღნიშნეს უწყებაში.
როგორც მერიაში აცხადებენ, სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე „თბილსერვის ჯგუფის“ ცოცხალი ძალა. პარალელურად, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენით, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან.
„დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ.
ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები. ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი.
ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადაყვანა შესთავაზა, განაცხადეს მერიაში.
გარდა ამისა, სხვადასხვა უბანში მდებარე რამდენიმე შენობის ფასადზე ჩამოშლილია ბათქაში. ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილები მოყოლილია ფერდიდან ჩამოშლილი მიწის ნაშალში. რაც შეეხება ლეღვთახევს, ადიდებული მდინარე უკვე დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს და უახლოეს დღეებში მოხდება ტერიტორიის გაწმენდა.
თბილისის მერიის წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს და ადგილზე რჩებიან პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 032 2 72 22 22.