თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლში ძლიერი წვიმა დილამდე გაგრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2026
გამოწერა
ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში სერიოზული პრობლემები შეიქმნა
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik.14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს, საფრთხის დონე საშუალოა.
ძლიერმა წვიმამ თბილისში სერიოზული პრობლემები უკვე შექმნა. დატბორილია დედაქალაქის ქუჩების ნაწილი. ავტომობილებს უჭირთ გადაადგილება. თბილისის გარკვეულ უბნებს არ მიეწოდება არც ელექტროენერგია.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს რომ კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალა.
ვრცელდება დატბორვის კადრები წყნეთიდან, წერეთლის გამზირიდან, თამარაშვილის ქუჩიდან, პავლე ინგოროყვას ქუჩიდან, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, გმირთა მოედნიდან, სანაპიროდან, ორთაჭალიდამ, ჯანო ბაგრატიონის, პეკინის და ყაზბეგის ქუჩებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0