https://sputnik-georgia.com/20260815/saqartvelosi-bunebrivi-katastrofebis-adreuli-gafrtxilebis-sistema-gafartovdeba-300124218.html
საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების სისტემა გაფართოვდება
საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების სისტემა გაფართოვდება
Sputnik საქართველო
ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ოთხ მთიან რეგიონში მეწყერის პროგნოზირების ახალი სისტემები დამონტაჟდება. 15.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-15T09:39+0400
2026-08-15T09:39+0400
2026-08-15T09:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0a/300052315_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_79e0957d4c5a1c373f874cc438cd48f8.jpg
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოების ფარგლებში, მეწყერის პროგნოზირების სისტემები საქართველოს მთიან რეგიონებში ოთხ ლოკაციაზე დამონტაჟდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.საქართველოს ხელისუფლებამ სტიქიური უბედურებების ადრეული გაფრთხილების საკითხზე ყურადღება გაამახვილა 2023 წლიდან, როდესაც 3 აგვისტოს შოვის კურორტზე მეწყერმა 33 ადამიანი იმსხვერპლა.სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ახალი სისტემები მომდევნო წლის განმავლობაში დამონტაჟდება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში.სტიქიური უბედურებების პრევენციის მიზნით, საქართველოს ხელისუფლება ასევე ახორციელებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას მონაცემთა შეგროვების, ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების გასაუმჯობესებლად.საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, დასრულდა საქართველოს მყინვარებზე ბუნებრივი საფრთხეების გამოვლენის პირველი ეტაპის სამუშაოები.2018 წელს საქართველოში ამოქმედდა მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. საქართველოს მთავრობამ ის დაიწყო გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით.პროექტის ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მილიონი აშშ დოლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0a/300052315_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_badfede9c0beeddfd6273b344cadc19c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სტიქიური მოვლენები
საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების სისტემა გაფართოვდება
ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ოთხ მთიან რეგიონში მეწყერის პროგნოზირების ახალი სისტემები დამონტაჟდება.
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოების ფარგლებში, მეწყერის პროგნოზირების სისტემები საქართველოს მთიან რეგიონებში ოთხ ლოკაციაზე დამონტაჟდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლებამ სტიქიური უბედურებების ადრეული გაფრთხილების საკითხზე ყურადღება გაამახვილა 2023 წლიდან, როდესაც 3 აგვისტოს შოვის კურორტზე მეწყერმა 33 ადამიანი იმსხვერპლა.
სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ახალი სისტემები მომდევნო წლის განმავლობაში დამონტაჟდება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში.
სტიქიური უბედურებების პრევენციის მიზნით, საქართველოს ხელისუფლება ასევე ახორციელებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას მონაცემთა შეგროვების, ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების გასაუმჯობესებლად.
საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, დასრულდა საქართველოს მყინვარებზე ბუნებრივი საფრთხეების გამოვლენის პირველი ეტაპის სამუშაოები.
2018 წელს საქართველოში ამოქმედდა მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. საქართველოს მთავრობამ ის დაიწყო გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მილიონი აშშ დოლარია.