როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia Central Park Towers-ის მშენებლობა
 Central Park Towers-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2026
გამოწერა
თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 5,4%-ით გაზრდის ხარჯზე.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2026 წლის ივნისში მაისთან შედარებით, 0,9%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყება ახორციელებს მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშებას, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
ინდექსი თვიურად ცალკეულ სეგმენტებში შემდეგნაირად შეიცვალა:
საცხოვრებელი მშენებლობის სექტორში 2,6%-ით გაიზარდა;
არასაცხოვრებელი მშენებლობის სექტორში 0,6%-ით გაიზარდა;
სამოქალაქო მშენებლობის სექტორში 0,5%-ით შემცირდა.
უწყების ცნობით, თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 5,4%-ით გაზრდის ხარჯზე.
2026 წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 3,9%-ით, რაც გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის ღირებულების 16,6%-ით გაზრდით.
ინდექსი წლიურად ცალკეულ სეგმენტებში შემდეგნაირად შეიცვალა:
საცხოვრებელი მშენებლობის სექტორში 3,5%-ით გაიზარდა;
არასაცხოვრებელი მშენებლობის სექტორში 0,1%-ით შემცირდა;
სამოქალაქო მშენებლობის სექტორში 5,8%-ით გაიზარდა.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0