თბილისში კიდევ ერთი ცენტრალური ქუჩის რემონტი იგეგმება – დეტალები

© photo: Sputnik / Stringerაღმაშენებლის გამზირი
აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2026
გამოწერა
გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 დღეში უნდა დასრულდეს
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიამ აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის პირობების თანახმად, კომპანიამ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 30 დღის ვადაში უნდა აღადგინოს სავალი გზის საფარი, შეცვალოს ფილები ტროტუარებზე. ასევე, გათვალისწინებულია როგორც არსებული დაზიანებული წყალსამღები ჭების აღდგენა, ასევე ახალი ჭების მოწყობა. გარდა ამისა, დაგეგმილია ახალი საგზაო ნიშნების მონტაჟი, ჰორიზონტალური და ვერტიკალური საგზაო მონიშვნის მოწყობა. გარდა ამისა, შეიცვლება ტროტუარების სტრუქტურა ნაგვის კონტეინერებისთვის ადგილების მოსაწყობად.
სამუშაოების მიწოდების ვადა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 30 კალენდარული დღეა.
სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში.
ტენდერის მიხედვით, იგეგმება ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე თამარ მეფის გამზირიდან სანქტ-პეტერბურგის ქუჩამდე (მეტრო „მარჯანიშვილამდე“) მონაკვეთის რეაბილიტაცია.
წყალ- და გაზმომარაგების მილების შეცვლა არ იგეგმება, ასევე არ იცვლება გამზირის განათების სისტემა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6.696.865 ლარია. სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძე 1160 მეტრია. წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიას 2023 წლიდან 10,05 მლნ ლარის ღირებულების გზების რეაბილიტაციის გამოცდილება უნდა გააჩნდეს.
ყველა ახალი ამბავი
0