სიჩქარის გადაჭარბებისთვის მართვის მოწმობის დაკარგვა - საქართველოში კანონპროექტზე მუშაობენ

© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტის მოძრაობა თბილისში
ტრანსპორტის მოძრაობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2026
გამოწერა
ქულების სისტემა შესაძლოა გავრცელდეს დარღვევებზე, რომლებსაც ვიდეოდაკვირვების კამერები აფიქსირებენ
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik.საქართველოს ხელისუფლება განიხილავს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამო ქულების ჩამოკლების შესაძლებლობას, ნათქვამია საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.
დღეისთვის ქულები, რომლებიც მძღოლებს მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ერიცხებათ, ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული დარღვევებისთვის არ აკლდებათ. მძღოლს ერიცხება 100 ქულა, თითოეული დარღვევისთვის კი 5-დან 30 ქულამდე აკლდება. თუ მძღოლს ქულები ამოეწურა, ის კარგავს მართვის მოწმობას და მისი აღდგენა მხოლოდ გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში შეუძლია.
სტრატეგიის ავტორების თვალსაზრისით, ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულების ჩამოკლება მსგავსი დარღვევების პრევენციის უფრო ეფექტური მექანიზმი გახდება.
გარდა ამისა, ავტორები სთავაზობენ პარლამენტს ავტობანებზე სიჩქარის ლიმიტების გადახედვას და სიჩქარის დასაშვები გადაჭარბების შემცირებას.
დღეისთვის სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები დიფერენცირებულია და ჯარიმის ოდენობა დარღვევის მასშტაბის მიხედვით ასე არის გადანაწილებული:
15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება იწვევს 50 ლარით დაჯარიმებას
30-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება იწვევს 100 ლარით დაჯარიმებას
50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება იწვევს 300-ლარით დაჯარიმებას.
თუ სიჩქარის 30 კმ/სთ-ზე მეტი ოდენობით გადაჭარბებამ გზაზე ავარიული სიტუაცია შექმნა, ჯარიმა 400 ლარია, ხოლო თუ მსგავსმა დარღვევამ ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია, ჯარიმა 600 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0