https://sputnik-georgia.com/20260814/saqartvelosi-matareblebis-mgzavrebis-uflebebis-dacva-amoqmeddeba-300119545.html
საქართველოში მატარებლების მგზავრების უფლებების დაცვა ამოქმედდება
საქართველოში მატარებლების მგზავრების უფლებების დაცვა ამოქმედდება
Sputnik საქართველო
ახალი წესებით იქნება დაცული მგზავრების უფლებები კომპენსაციაზე, ბილეთის ღირებულების დაბრუნებაზე და დახმარებაზე მატარებლის დახმარებაზე 60 წუთზე მეტი... 14.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-14T15:41+0400
2026-08-14T15:41+0400
2026-08-14T15:41+0400
საქართველოს რკინიგზა
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622102_0:51:1400:839_1920x0_80_0_0_fc932de365bc46d8f2641d849b0a551a.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოში „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა, იუწყება ტელეარხი „იმედი“.სიახლე ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას.წესი ვრცელდება ქვეყნის შიდა და საერთაშორისო სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანებზე, რომელთაც საქართველოში რეგისტრირებული სარკინიგზო საწარმო ახორციელებს.„რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა და სხვა საკითხებთან ერთად, წესით ძირითადად რეგულირდება:რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622102_108:0:1293:889_1920x0_80_0_0_dcc4a2e34db2bd2ec046691a737815d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს რკინიგზა, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოში მატარებლების მგზავრების უფლებების დაცვა ამოქმედდება
ახალი წესებით იქნება დაცული მგზავრების უფლებები კომპენსაციაზე, ბილეთის ღირებულების დაბრუნებაზე და დახმარებაზე მატარებლის დახმარებაზე 60 წუთზე მეტი დაგვიანებისას
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოში „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა, იუწყება ტელეარხი „იმედი“.
სიახლე ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას.
წესი ვრცელდება ქვეყნის შიდა და საერთაშორისო სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანებზე, რომელთაც საქართველოში რეგისტრირებული სარკინიგზო საწარმო ახორციელებს.
„რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა და სხვა საკითხებთან ერთად, წესით ძირითადად რეგულირდება:
მგზავრის ინფორმირების ვალდებულება;
ბილეთის საფასურის ანაზღაურება და მარშრუტის შეცვლა;
კომპენსაცია დაგვიანებისთვის;
დახმარება - 60 წუთზე მეტი დაგვიანებისას სარკინიგზო საწარმო მგზავრს უსასყიდლოდ სთავაზობს საკვებსა და სასმელს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - დროებით განთავსებასა და ტრანსპორტირებას;
ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ბარგის დაკარგვის, დაზიანებისა და დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში კომპენსაციის პირობები;
მგზავრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება სარკინიგზო შემთხვევის, სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დროს;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირთა მომსახურების პირობები;
სარკინიგზო საწარმო ვალდებულია დაადგინოს მომსახურების ხარისხის სტანდარტები და დანერგოს ხარისხის მართვის სისტემა;
რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს.