საქართველოში საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება - ვიდეო

გამოწერა
საქართველოში საბავშვო სავარძლების სავალდებულო გამოყენების შესახებ კანონი მომზადდება. საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია მოცემულია.
სტრატეგიის ავტორებს უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებლად და ეფექტურად მიაჩნიათ, რომ კანონით განისაზღვროს 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვებისთვის ავტოსავარძლების სავალდებულო გამოყენება. მოთხოვნების დაწესება ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის, რადგანაც მშობლები ხშირად ამბობენ უარს საბავშვო სავარძლებზე მას შემდეგ, რაც ბავშვები ხუთი წლის ასაკს მიაღწევენ.

ახალი მოთხოვნების ამოქმედებამდე საქართველოში საბავშვო სავარძლების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის ჩატარება იგეგმება. რეკომენდებულია ცვლილებების ეტაპობრივად შემოღება, სოციალური ფაქტორებისა და ავტოსავარძლების ღირებულების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0