რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2026
გამოწერა
ექსპორტმა 4,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით 21,6%-ით მეტია.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7,5%-ით გაიზარდა და 15,5 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 10,8 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,4%-ით მეტი.
ექსპორტმა 4,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით 21,6%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8,5%-ით ნაკლებია.
2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან, ექსპორტმა 7,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 11,2%-ით მეტია.
გასულ წელს ქვეყანაში იმპორტირებულ იქნა 18,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0