გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია

© Photo: Courtesy of Badri Vadachkoriaბადრი ვადაჭკორია
ბადრი ვადაჭკორია - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2026
გამოწერა
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია.
ბადრი ვადაჭკორია 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად. 1998-2002 წლებში იყო საქტელერადიოკორპორაციისა და ახალი ქართული გაზეთის საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გაზეთ „ნატვრისთვალისა“ და „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი.
1994-1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. იგი არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
ვადაჭკორია არის 25 ფოტოკრებულისა და 6 წიგნის ავტორი.
ყველა ახალი ამბავი
0