ფონიჭალაში 12 წლის ბიჭი ავარიაში მოყვა

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2026
გამოწერა
ბავშვმა ავტომობილი მშობლების დაუკითხავად წაუყვანა და დაიღუპა
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა - მოზარდი ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევა 12 აგვისტოს მოხდა.
ბიჭი „სმარტის“ მარკის ავტომობილს მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებმა შვილს მანქანა გარკვეული დროის წინ აჩუქეს.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.
ყველა ახალი ამბავი
0