აზერბაიჯანი და საქართველო ზრდიან ვაჭრობასა და ტვირთების გადაზიდვის მოცულობას – ვიდეო

გამოწერა
აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად ავითარებენ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს. 2026 წლის პირველ ექვს თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ575 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 45%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს წილი აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვაში 2%-ს შეადგენს. მზარდი ვაჭრობისა და მიწოდების მოცულობის ფონზე, აზერბაიჯანმა და საქართველომ
გადაწყვიტეს სარკინიგზო გადაზიდვების და ტვირთების გაფორმების დაჩქარება.

ელექტრომატარებლები თბილისიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე შემადგენლობის დაშლის გარეშე ივლიან. ტექშემოწმება ჩატარდება ცალმხრივად – აზერბაიჯანის მხარეს, თუ მატარებელი საქართველოსკენ მიემართება და საქართველოს მხარეს, თუ მატარებელი აზერბაიჯანისკენ მიემართება.
ყველა ახალი ამბავი
0