15 აგვისტოდან ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© Roads Department of Georgiaსაგზაო სამუშაოები
საგზაო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2026
გამოწერა
მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზით.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik.15 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 4 სექტემბრის ჩათვლით ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, იუწყება გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება.
მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზით.
უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 26-50-ე კმ მონაკვეთის (სექცია 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, აღნიშნული საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა.
ყველა ახალი ამბავი
0