ყაზბეგის საბაჟო ფუნქციონირებას დევდორაკის ხეობაში საფრთხის შემცირების შემდეგ განაახლებს

© Ministry of Finance of Georgiaყაზბეგის საბაჟო
ყაზბეგის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2026
გამოწერა
ყაზბეგის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ყველა საბაჟო პროცედურა ამჟამად შეჩერებულია.
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik.საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
დევდორაკის ხეობაში განთავსებულმა განგაშის სისტემის აქტივაცია მოხდა, მდინარე დევდორაკში წყლის დონის მომატების გამო განგაშის სიგნალი დაუყოვნებლივ გადაეცა „ყაზბეგის“ საბაჟო პუნქტზე.
უსაფრთხოების მიზნით, საბაჟოს, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, ასევე მძღოლები, მგზავრები და სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, ამჟამად „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.
კერძოდ, დროებით შეუძლებელია საქონლის შემოტანა და გატანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ასევე საბაჟო კონტროლის განხორციელება სახელმწიფო საზღვრის ამ პუნქტის გავლით გადამკვეთ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში.
ყველა ახალი ამბავი
0