ტრაგედია გომისმთაზე: დაკავებულია მიკროავტობუსის მძღოლი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2026
გამოწერა
სამგზავრო მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც გზიდან ხევში გადავარდა.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. გომისმთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული მძღოლი ქობულეთის კლინიკაში საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - კლინიკიდან გაწერის შემდეგ მას წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
გუშინ საღამოს გომისმთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც გზიდან ხევში გადავარდა. ოთხივე დაღუპული ბელარუსის მოქალაქე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ტრანსპორტიდან გადახტომა მოასწრო. ამ ეტაპზე იზოლატორში მძღოლის გადაყვანა ვერ ხერხდება, რადგან კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურები უტარდება.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ბათუმსა და ჩოხატაურში გადაიყვანეს. მათმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0