მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი შავ ზღვაში დარტყმებს საფრთხეების აღმოფხვრამდე გააგრძელებს

© photo: Sputnik / Stringerგემები ხერსონის პორტში
გემები ხერსონის პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2026
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ქმედებებზე აზოვი-შავი ზღვის აკვატორიაში
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. კიევის რეჟიმი, ნატოსა და ევროკავშირის მონაცემებისა და დრონების გამოყენებით, ზრდის თავდასხმებს აზოვისა და შავი ზღვისპირა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო გემებზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
„თავდასხმის ობიექტი გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ტვირთი, მათ შორის მარცვლეული და მზესუმზირის ზეთი, რომლებიც საგარეო სავაჭრო კონტრაქტების ფარგლებში გადაადგილდებოდა“, - აღნიშნა მან.
ზახაროვამ ასეთი დარტყმების რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. კერძოდ, 5 ივნისს, აზოვის ზღვაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა შეტევა განახორციელეს მშრალი ტვირთების გადამზიდებზე Natra და Zircon, რომლებიც თურქეთიდან დონის როსტოვის პორტის მიმართულებით ბელიზისა და პალაუს დროშების ქვეშ მარცვლეულის ჩასატვირთად მიემართებოდნენ. ხუთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
სხვა მსგავსი ინციდენტებიც დაფიქსირდა. 3 აგვისტოს, რუსეთის სანაპიროდან 30 მილის დაშორებით, უკრაინული დრონები დაესხნენ თავს კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემ „ნადეჟდას“, რომელიც თურქული კომპანიის საკუთრებაა. გემს ხილი და ბოსტნეული თურქეთის ქალაქ სამსუნიდან ნოვოროსიისკში გადაჰქონდა. ოთხი მეზღვაური დაშავდა, გემზე დაზიანდა სამანქანო განყოფილება და გაჩნდა ხანძარი. იმავე დღეს უკრაინამ ასევე შეუტია მშრალი ტვირთების გადამზიდ თურქულ გემ Yaȿar-ს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ თავდასხმებს არა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვება, არამედ სამხედრო მნიშვნელობაც არ გააჩნია და საერთაშორისო სამართალს არღვევს. კიევის დარტყმებმა სირთულეები შეუქმნა დადგენილი მარშრუტებით ტვირთების მიწოდებას.
შეფერხდა მარცვლეულის, ზეთოვანი და საკვები კულტურების მიწოდება, ამ პროდუქციით მომარაგება კი ძირითადად რუსული კომპანიების მიერ ხორციელდება. ამ სიტუაციაში, რუსი სამხედროები ძალისხმევას არ იშურებენ ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსეთის მიერ დარტყმები კონკრეტულად იმ გემებსა და ინფრასტრუქტურას ისახავს მიზნად, რომლებიც დასავლური იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
„ეს სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ აზოვი-შავი ზღვის არეალში უსაფრთხოების საფრთხეები სრულად არ იქნება აღმოფხვრილი“, - განაცხადა დიპლომატმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „კიევის რეჟიმის ცინიკური სამხედრო კამპანია“, რომელიც გლობალურ სასურსათო ბაზარზე ქაოსის პროვოცირებას ისახავს მიზნად, რამდენიმე დასავლური ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა წამოწყებული. ამასთან, როგორც არ უნდა ეცადოს დაამტკიცოს საპირისპირო კიევმა, უკრაინის წილი გლობალურ სასურსათო წარმოებაში საკმაოდ მცირეა.
ყველა ახალი ამბავი
0