https://sputnik-georgia.com/20260813/rekorduli-eqsporti-da-savawro-brunva-ministris-moadgile-saqartvelos-warmatebas-afasebs-300105335.html
რეკორდული ექსპორტი და სავაჭრო ბრუნვა: მინისტრის მოადგილე საქართველოს წარმატებას აფასებს
რეკორდული ექსპორტი და სავაჭრო ბრუნვა: მინისტრის მოადგილე საქართველოს წარმატებას აფასებს
Sputnik საქართველო
ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენციები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებში გადაითარგმნება. 13.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-13T20:42+0400
2026-08-13T20:42+0400
2026-08-13T20:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/06/292405346_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_bbda5c77295bde172163150d754f5428.png
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. 2026 წლის ივლისისა და პირველი ნახევრის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები საქართველოს მთავრობის გონივრული პოლიტიკის შედეგია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში ექსპორტი 21,6%-ით გაიზარდა და 4,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.მისი თქმით, ეს ის შედეგებია, რაც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებით იქმნება.„იზრდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.2026 წლის ივლისში ასევე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის კუთხით - 2,495.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12,4%-ით მეტია.ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენციები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებში გადაითარგმნება.როგორც ცინცაძემ აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენციები შენარჩუნდება და გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც.2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია (არაორგანიზებული ვაჭრობის გამოკლებით). ექსპორტმა 7,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 11,2%-ით მეტია.გასულ წელს ქვეყანამ 18,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანა, რაც 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/06/292405346_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_6aa6aecdd3aafeada3f627b4919c95f2.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
რეკორდული ექსპორტი და სავაჭრო ბრუნვა: მინისტრის მოადგილე საქართველოს წარმატებას აფასებს
ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენციები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებში გადაითარგმნება.
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. 2026 წლის ივლისისა და პირველი ნახევრის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები საქართველოს მთავრობის გონივრული პოლიტიკის შედეგია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში ექსპორტი 21,6%-ით გაიზარდა და 4,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.
„ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, კერძოდ, 30%-იანი ზრდა გვაქვს და ექსპორტის მაჩვენებელი 792 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს... რა თქმა უნდა, აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობაზე“, - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, ეს ის შედეგებია, რაც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებით იქმნება.
„იზრდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
2026 წლის ივლისში ასევე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის კუთხით - 2,495.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12,4%-ით მეტია.
ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენციები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებში გადაითარგმნება.
როგორც ცინცაძემ აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენციები შენარჩუნდება და გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც.
2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია (არაორგანიზებული ვაჭრობის გამოკლებით). ექსპორტმა 7,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 11,2%-ით მეტია.
გასულ წელს ქვეყანამ 18,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანა, რაც 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტია.