რატომ შეწყვიტა საქართველომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება? - ვიდეო

გამოწერა
არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე, საქართველოში უცხოელებზე პრაქტიკულად აღარ გაიცემა ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსი (საერთაშორისო დაცვის ფორმა).
2026 წლის პირველ ექვს თვეში ეს სტატუსი მხოლოდ ორმა უცხოელმა მიიღო. 2025 წლის იმავე პერიოდში ეს სტატუსი 28 პირს მიენიჭა. 2025 წლის მეორე კვარტალში კი ეს სტატუსი არავის მიუღია.
საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭებათ უცხოელებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნება. ლტოლვილის სტატუსი 3 წლის ვადით ენიჭებათ რასობრივი, რელიგიური ან პოლიტიკური ნიშნით დევნის შემთხვევაში. ჰუმანიტარული სტატუსი 1 წლის ვადით ენიჭებათ სიცოცხლისთვის ზოგადი საფრთხის შემთხვევაში (ომი ან მასობრივი ძალადობა).
ყველა ახალი ამბავი
0