https://sputnik-georgia.com/20260813/kvaracxeliam-aston-vilas-gautana-da-psj-s-evropis-supertasis-mopovebasi-daexmara-300095484.html
კვარაცხელიამ „ასტონ ვილას“ გაუტანა და „პსჟ“-ს ევროპის სუპერთასის მოპოვებაში დაეხმარა
კვარაცხელიამ „ასტონ ვილას“ გაუტანა და „პსჟ“-ს ევროპის სუპერთასის მოპოვებაში დაეხმარა
Sputnik საქართველო
კვარაცხელიამ ფინალში ანგარიში გახსნა და „პსჟ“-ს ევროპის სუპერთასის მეორედ მოპოვებაში დაეხმარა 13.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-13T12:20+0400
2026-08-13T12:20+0400
2026-08-13T12:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1f/296464819_0:282:1638:1203_1920x0_80_0_0_de2eb07d16bf8b66063fd691236115de.jpg
თბილისი, 13 აგვისტო— Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ევროპის სუპერთასის ფინალში „ასტონ ვილას“ გაუტანა და გუნდს სეზონის პირველი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:1.ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“ გამართული შეხვედრის მე-20 წუთზე პარიზელების ქართველმა ვარსკვლავმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა, მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა და ფრანგული გრანდი წინ გაიყვანა.მართალია, ინგლისელებმა 45-ე წუთზე 17 წლის ბრაიან მაჯოს გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 61-ე წუთზე დეზირე დუემ „ასტონ ვილას“ მეორე ბურთი გაუტანა.„პარი სენ-ჟერმენმა“ ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.„მართლაც რთული თამაში იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ „ასტონ ვილასთან“ გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. ძალიან სასიამოვნოა სეზონის ტიტულით დაწყება. ბოლო ერთ წელში მეექვსე ტიტულის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.„პარი სენ-ჟერმენი“ ისტორიაში მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება ზედიზედ მეორედ შეძლო. 2025 წელს პარიზულმა გუნდმა „ტოტენჰემი“ დაამარცხა.„პარი სენ-ჟერმენი“ 16 აგვიტოს მორიგი ტიტულის მოპოვებას შეეცდება – ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ დაუპირისპირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1f/296464819_0:128:1638:1357_1920x0_80_0_0_c2922cbaab7711b65dd3e720cf21d5c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
კვარაცხელიამ „ასტონ ვილას“ გაუტანა და „პსჟ“-ს ევროპის სუპერთასის მოპოვებაში დაეხმარა
კვარაცხელიამ ფინალში ანგარიში გახსნა და „პსჟ“-ს ევროპის სუპერთასის მეორედ მოპოვებაში დაეხმარა
თბილისი, 13 აგვისტო— Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ევროპის სუპერთასის ფინალში „ასტონ ვილას“ გაუტანა და გუნდს სეზონის პირველი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:1.
ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“ გამართული შეხვედრის მე-20 წუთზე პარიზელების ქართველმა ვარსკვლავმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა, მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა და ფრანგული გრანდი წინ გაიყვანა.
მართალია, ინგლისელებმა 45-ე წუთზე 17 წლის ბრაიან მაჯოს გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 61-ე წუთზე დეზირე დუემ „ასტონ ვილას“ მეორე ბურთი გაუტანა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
„მართლაც რთული თამაში იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ „ასტონ ვილასთან“ გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. ძალიან სასიამოვნოა სეზონის ტიტულით დაწყება. ბოლო ერთ წელში მეექვსე ტიტულის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
„პარი სენ-ჟერმენი“ ისტორიაში მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება ზედიზედ მეორედ შეძლო. 2025 წელს პარიზულმა გუნდმა „ტოტენჰემი“ დაამარცხა.
„პარი სენ-ჟერმენი“ 16 აგვიტოს მორიგი ტიტულის მოპოვებას შეეცდება – ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ დაუპირისპირდება.