https://sputnik-georgia.com/20260813/anakliasi-fskeris-darrmavebis-samusaoebsi-meore-ufro-didi-gemi-caertveba-300103506.html
ანაკლიაში ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში მეორე, უფრო დიდი გემი ჩაერთვება
ანაკლიაში ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში მეორე, უფრო დიდი გემი ჩაერთვება
Sputnik საქართველო
აგვისტოს ბოლოს ანაკლიაში დაღრმავებით სამუშაოებს ერთდროულად Jan De Nul-ის ორი სპეციალიზებული გემი შეასრულებს 13.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-13T17:30+0400
2026-08-13T17:30+0400
2026-08-13T17:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ანაკლია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0d/300096435_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_c069b34c6f96d37c5803817686226e07.jpg
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვატორიაში ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის ფლოტის კიდევ ერთი, უფრო დიდი დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) უკვე მუშაობს.„პირველ ეტაპზე გემი ტალღმტეხის გასწვრივ, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, ზღვის ფსკერს დაახლოებით 3 მეტრით დააღრმავებს. აღნიშნულ სამუშაოებს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც პორტის აკვატორიის ძირითადი ფსკერდაღრმავება დაიწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში პორტის საპროექტო სიღრმე დაახლოებით 17,5 მეტრს მიაღწევს, ხოლო ტალღმტეხის სიგრძე 1.376 მეტრი იქნება. როგორც უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული პარამეტრები უზრუნველყოფს შავ ზღვაში ოპერირებადი დიდი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების, მათ შორის Panamax და Post-Panamax კლასის გემების, უსაფრთხო მიღებას.ტალღმტეხი შექმნის დაცულ აკვატორიას და უზრუნველყოფს დაახლოებით 700 მეტრამდე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის 600 მეტრამდე ჯეტის ტიპის ნავმისადგომების განვითარების შესაძლებლობას. საპროექტო გადაწყვეტა გათვლილია პორტის დაახლოებით 95%-იან წლიურ საოპერაციო ხელმისაწვდომობაზე.პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ტალღმტეხის მშენებლობა ხმელეთიდან. მოწყობილია მისი საწყისი, დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოებზე უწყვეტ რეჟიმში გამოიყენება მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა, ხოლო გეოდეზიური და გარემოსდაცვითი მონიტორინგი თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და LiDAR-დრონების გამოყენებით ხორციელდება.როგორც უწყებაში აღნიშნეს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ლენდლორდის (Landlord) მოდელით ვითარდება - სახელმწიფო ქმნის და ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები განავითარებენ და ოპერირებას გაუწევენ შესაბამის ტერმინალებს. მთავრობის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება წამყვანი კერძო ინვესტორის გარეშე, ხოლო სახელმწიფო პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად შეინარჩუნებს.ეს მოდელი უზრუნველყოფს პორტის ეტაპობრივ განვითარებას ტვირთნაკადების ზრდის შესაბამისად, ქმნის კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო ოპერატორებისთვის და აძლიერებს ანაკლიის შესაძლებლობას, გახდეს „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს, აძლიერებს მის როლს საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელში და ემსახურება საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ და ეროვნულ ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0d/300096435_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_0ba6fb0f8dbd4497bdd9ef1662736143.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია
ანაკლიაში ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში მეორე, უფრო დიდი გემი ჩაერთვება
აგვისტოს ბოლოს ანაკლიაში დაღრმავებით სამუშაოებს ერთდროულად Jan De Nul-ის ორი სპეციალიზებული გემი შეასრულებს
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვატორიაში ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის ფლოტის კიდევ ერთი, უფრო დიდი დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
„აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვატორიაში Jan De Nul-ის ფლოტის კიდევ ერთი, უფრო დიდი დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვა. ორი გემი ერთობლივად განახორციელებს შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხების დაღრმავებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) უკვე მუშაობს.
„პირველ ეტაპზე გემი ტალღმტეხის გასწვრივ, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, ზღვის ფსკერს დაახლოებით 3 მეტრით დააღრმავებს. აღნიშნულ სამუშაოებს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც პორტის აკვატორიის ძირითადი ფსკერდაღრმავება დაიწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში პორტის საპროექტო სიღრმე დაახლოებით 17,5 მეტრს მიაღწევს, ხოლო ტალღმტეხის სიგრძე 1.376 მეტრი იქნება. როგორც უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული პარამეტრები უზრუნველყოფს შავ ზღვაში ოპერირებადი დიდი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების, მათ შორის Panamax და Post-Panamax კლასის გემების, უსაფრთხო მიღებას.
ტალღმტეხი შექმნის დაცულ აკვატორიას და უზრუნველყოფს დაახლოებით 700 მეტრამდე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის 600 მეტრამდე ჯეტის ტიპის ნავმისადგომების განვითარების შესაძლებლობას. საპროექტო გადაწყვეტა გათვლილია პორტის დაახლოებით 95%-იან წლიურ საოპერაციო ხელმისაწვდომობაზე.
პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ტალღმტეხის მშენებლობა ხმელეთიდან. მოწყობილია მისი საწყისი, დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოებზე უწყვეტ რეჟიმში გამოიყენება მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა, ხოლო გეოდეზიური და გარემოსდაცვითი მონიტორინგი თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და LiDAR-დრონების გამოყენებით ხორციელდება.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ლენდლორდის (Landlord) მოდელით ვითარდება - სახელმწიფო ქმნის და ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები განავითარებენ და ოპერირებას გაუწევენ შესაბამის ტერმინალებს. მთავრობის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება წამყვანი კერძო ინვესტორის გარეშე, ხოლო სახელმწიფო პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად შეინარჩუნებს.
ეს მოდელი უზრუნველყოფს პორტის ეტაპობრივ განვითარებას ტვირთნაკადების ზრდის შესაბამისად, ქმნის კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო ოპერატორებისთვის და აძლიერებს ანაკლიის შესაძლებლობას, გახდეს „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს, აძლიერებს მის როლს საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელში და ემსახურება საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ და ეროვნულ ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.