სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

© Sputnik / Alexander Imedashviliგაზიანი სასმელი
გაზიანი სასმელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში, გრიბოედოვის ქუჩა N77-ში მდებარე სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს ,,ანაკლია“ არაგეგმურად შეამოწმეს.
„ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები“, - ნათქვამია განცხადებაში.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0