უკანონო ტყითსარგებლობა: კანონდამრღვევები სოლიდური თანხით დაჯარიმდნენ

ხეტყე - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
საუბარია 318 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებულ ხეტყესა და 399 ხე-მცენარეზე
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2026 წლის შვიდი თვის განმავლობაში სასაქონლო ზედნადებების გარეშე ხეტყის ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინა და დამრღვევები 291.800 ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საუბარია 318 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებულ ხეტყესა და 399 ხე-მცენარეზე, რომლებიც სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ამოიღეს.

სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.
ტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები ტერიტორიას 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ. გარდა ამისა, მოქმედებს ცხელი ხაზი – 153.
ყველა ახალი ამბავი
0