რით ერთობა თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობა? - ვიდეო

გამოწერა
თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობა – ეს არის დინამიური თაობა, რომელშიც დაბალანსებულია ეროვნული ტრადიციებისადმი პატივისცემა და აქტიური ინტეგრაცია თანამედროვე მსოფლიო კულტურაში.
ბევრი მოზარდი და სტუდენტი კვლავ დაკავებულია ქართული ცეკვითა და სიმღერით. თუმცა, ამის პარალელურად, ისინი შეიძლება გატაცებული იყვნენ საკლუბო კულტურითა და ელექტრონული მუსიკით –მათთვის ეს უბრალოდ გართობა კი არა, თავისუფალი ცხოვრების წესის ნაწილია.
სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და დაკავებულია სპორტით - ფეხბურთით, საბრძოლო ხელოვნებით, რაგბით, სპორტის ექსტრემალური სახეობებით. ახალგაზრდების საკმაო ნაწილი გატაცებულია მთის ტურიზმით, დიდ დროს ატარებს ბუნებასა და ზამთრის კურორტებზე. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება სხვადასხვა საზოგადოებრივ აქციებში, ისინი ქმნიან მოხალისეობრივ პროექტებს, იცავენ შინაურ ცხოველებს, ბუნებას და გარემოს.
ყველა ახალი ამბავი
0