რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 9,7 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში თითქმის 1,8 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან 34,8 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ კი 178,2 მლნ ლარი შეადგინა.
სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის ივლისში აქტივების საერთო მომგებიანობამ 2,9 მილიარდ ლარს მიაღწია. ამ პერიოდში ლიდერობს დინამიური პორტფელი როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ციფრებში.
რეალური შემოსავლიანობა (ინფლაციის გათვალისწინებით) 2023 წლის 6 აგვისტოდან 2026 წლის 31 ივლისამდე პერიოდში ასეთია:
დინამიური პორტფელი – 14,03%;
დაბალანსებული პორტფელი – 12,98%;
კონსერვატიული პორტფელი – 10,28%.
ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია. ივლისის ბოლოსთვის დინამიურ პორტფელში აქციების წილი შეადგენდა 56,7%-ს, დაბალანსებულ პორტფელში - 36,7%-ს, კონსერვატიულში - 18,3%-ს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0