https://sputnik-georgia.com/20260812/ra-xdeba-tbilisis-uzravi-qonebis-bazarze-300088551.html
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
Sputnik საქართველო
2026 წლის ივნისში პირველად ბაზარზე უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა ზომიერი ტემპით - წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით - და 1.417 დოლარს მიაღწია. 12.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-12T20:32+0400
2026-08-12T20:32+0400
2026-08-12T20:32+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:63:960:603_1920x0_80_0_0_48b8fc3aa23b19a17c11165ab287d895.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის ივნისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 36%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - სულ გაიყიდა 4,5 ათასი ბინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.ანალიტიკოსების ინფორმაციით, მეორად ბაზარზე გაყიდვები 22,3%-ით (2 .224 ბინა), პირველად ბაზარზე კი 52,6%-ით (2.279 ბინა) გაიზარდა.2026 წლის ივნისში პირველად ბაზარზე უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა ზომიერი ტემპით - წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით - და 1.417 დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 1,5%-ით შემცირდა და 1,345 დოლარი შეადგინა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5%-იანი ზრდის ნაწილობრივ დასტაბილურობას ნიშნავს.ანალიტიკოსების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობამ 22.799, გაყიდვების საერთო მოცულობამ კი 2 მლრდ დოლარი (+26,6% გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) შეადგინა.საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთში, მთაწმინდასა და ვაშლიჯვარში.კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 3.141 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.073 დოლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:80:960:800_1920x0_80_0_0_b7c9211158598e0298b7251eb8180980.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, სტატისტიკა
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, სტატისტიკა
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
2026 წლის ივნისში პირველად ბაზარზე უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა ზომიერი ტემპით - წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით - და 1.417 დოლარს მიაღწია.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის ივნისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 36%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - სულ გაიყიდა 4,5 ათასი ბინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მეორად ბაზარზე გაყიდვები 22,3%-ით (2 .224 ბინა), პირველად ბაზარზე კი 52,6%-ით (2.279 ბინა) გაიზარდა.
„2026 წლის ივნისში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა მეორად ბაზარზე 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია", - ნათქვამია განცხადებაში.
2026 წლის ივნისში პირველად ბაზარზე უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა ზომიერი ტემპით - წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით - და 1.417 დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 1,5%-ით შემცირდა და 1,345 დოლარი შეადგინა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5%-იანი ზრდის ნაწილობრივ დასტაბილურობას ნიშნავს.
ანალიტიკოსების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობამ 22.799, გაყიდვების საერთო მოცულობამ კი 2 მლრდ დოლარი (+26,6% გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთში, მთაწმინდასა და ვაშლიჯვარში.
კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 3.141 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.073 დოლარი.