პრემიერმა საქართველოსთან მიმართებით „დიფ სთეითის“ გეგმები გაასაჯაროვა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
კობახიძის განცხადებით, ახალი ანტირუსული კამპანიის მიზანი რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირება და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. „დიფ სთეითი“ განწყობილია საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტისკენ, საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლისა და ეთნიკაშორისი შუღლის გაღვივებისკენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ პარტიაში ტერმინებს „გლობალური ომის პარტია" და Deep state სინონიმებად იყენებენ. „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
„Deep State-ის ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსი ტურისტები საქართველოში აღარ ჩამოვიდნენ, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, ვითომდა რუსოფობიული განწყობების გამო, შეწყვიტოს ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან“, – განაცხადა კობახიძემ
რუსეთი დღეისათვის ლიდერი ქვეყანაა საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობით. მხოლოდ 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს რუსეთის 610,8 ათასი მოქალაქე ეწვია, რომლებმაც ქვეყანაში 307,1 მილიონი დოლარი დახარჯეს. ამასთან, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ იმავე პერიოდში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტზე 332 მილიონი დოლარი მოდის. საქართველო რუსეთში ძირითადად ყიდის ღვინოს, სპირტიან სასმელებს, მინერალურ წყალს, ხილსა და თხილს]. რუსეთიდან საქართველოში კი უმთავრესად ნავთობპროდუქტები და ნავთობი, ხორბალი და მზესუმზირის ზეთი შემოდის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „დიფ სთეითის“ საბოლოო მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა და ქვეყანაში ეთნიკური შუღლის გაღვივებაა.
„ყველა ამ ქმედების მიზანი, ისევე როგორც „მეორე ფრონტის" გახსნისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთების მოწოდებებისა, არის საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანა, რაც ჩვენს შემთხვევაში იწვევს უკიდურეს დასუსტებასა და საქართველოს განადგურების საფრთხეს“, – განაცხადა კობახიძემ.
სასჯელი საქართველოსთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზრით, ქვეყნის ხელისუფლება, სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების გამო, დაექვემდებარა თავდასხმებს იმ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მხრიდან, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპულ ბიუროკრატიასა და დასავლელ ლიდერებზე.
„სანქციები დაუწესდათ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ. ასევე, ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, გამოყენებულ იქნა საქართველოს მიერ დეკლარირებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პასუხი
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ პოლიტიკური უთანხმოებები ხალხებს შორის მტრობის საფუძველი გახდეს.
მისი თქმით, საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაარსებობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა ცალკეულ სახელმწიფოებთან მიმართებით.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსა და რუსეთში ბევრი შერეული ოჯახი ცხოვრობს. ასევე, რუსეთში ცხოვრობს დიდი ქართული დიასპორა, ხოლო საქართველოში – რუსული წარმოშობის არაერთი ადამიანი. ამიტომ, როგორიც უნდა იყოს Deep State-ის გეგმა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულის პოლიტიკური შეცდომები ან „გლობალური ომის პარტიის“ გეგმა საქართველოს ომში ჩათრევისა და რუსეთთან „მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ ხალხებს შორის მტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაარსებობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „დიფ სთეითის“ გეგმების აღსაკვეთად საზოგადოება სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სურთ საქართველოს არაკეთილმოსურნეებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქსენოფობია ქართული კულტურისთვის უცხო მოვლენაა.
ყველა ახალი ამბავი
0