რთველი 2026: სახელმწიფომ ჭარბი ყურძნის შესყიდვის პირობები შეცვალა

© Sputnik / STRINGERრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობის შემცველობა 20%-ს აჭარბებს, ფასი 1,33 ლარი იქნება.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის რთველის სეზონისთვის ყურძნის ჭარბი მოსავლის სახელმწიფო შესყიდვის წესები დააკორექტირა და ფასები განაახლა.
2026 წელს საქართველოში ყურძნის ფასი მის ხარისხზე იქნება დამოკიდებული და სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფო ფერმერებისგან ჭარბი მოსავლის შესყიდვის გარანტი გახდება. 2026 წლის რთველის მიმდინარეობისას ყურძნის იმ ნამეტს, რომელსაც კერძო სექტორი არ შეიძენს, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის.
სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ყურძნის ღირებულების კორექტირება მთავრობის 4 აგვისტოს დადგენილებით არის გათვალისწინებული.
სახელმწიფომ შესასყიდი ფასები შაქრიანობის შემცველობის მიხედვით განსაზღვრა.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობის შემცველობა 20%-ს აჭარბებს, ფასი 1,33 ლარი იქნება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი ყურძნის ღირებულება 1,30 ლარით იყო განსაზღვრული. რაც შეეხება „საფერავს", 21%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხევვაში (მანამდე იყო 22%) ფასი 1,50 ლარი იქნება.
2025 წლის რთველის ფარგლებში, მთავრობამ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, 145,7 ათასი ტონა ყურძნენი შეისყიდა, რაზეც 241 მილიონი ლარი დაიხარჯა.
საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება შემოდგომაზე ხდება. რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0