https://sputnik-georgia.com/20260812/meriam-kontraqtori-smart-solutions-daajarima-300087175.html
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი დააჯარიმა: რას ედავება უწყება „სმარტ სოლუშენსს“
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი დააჯარიმა: რას ედავება უწყება „სმარტ სოლუშენსს“
Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ „სმარტ სოლუშენსს“ ანალოგიური დარღვევისთვის ჯამში სამი საჯარიმო ოქმი გამოუწერა. 12.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-12T19:00+0400
2026-08-12T19:00+0400
2026-08-12T19:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0a/300047014_0:179:2049:1331_1920x0_80_0_0_a0c77843a1f142b166e6bc3dcfd58c67.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი" (Smart Solutions) ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, კერძოდ, სამუშაოების სავალდებულო 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით, მისი დასრულების ვადა 100 დღეს შეადგენს. ვადების სიმცირის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა განხორციელდეს. საჯარიმო დოკუმენტის მიხედვით, ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე 7 აგვისტოს ჩატარდა მონიტორინგი, რომლითაც დადგინდა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა. ამისთვის კომპანია Smart Solutions-ს 1.583 ლარის ჯარიმა დაეკისრა. თბილისის მერიამ კონტრაქტორ კომპანიას ანალოგიური დარღვევისთვის ჯამში სამი საჯარიმო ოქმი გამოუწერა. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა პირველი დარღვევები ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე, 24 და 30 ივლისს დააფიქსირა - მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ვალდებული იყო რეაბილიტაცია უწყვეტად ეწარმოებინა, ადგილზე 24-საათიანი გრაფიკი არ სრულდებოდა. კომპანია შპს „სმარტ სოლუშენსმა" რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 19,8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვა. ტენდერში ის ერთადერთი მონაწილე იყო. კომპანია რუსთაველის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე მუშაობს. კონტრაქტის მიხედვით, Smart Solutions-მა სამუშაოები 23 ივლისს 24:00-ზე დაიწყო და მისი დასრულება 100 დღეში, 24-საათიან სამუშაო რეჟიმში ევალება. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე კომპანია Georgian Water and Power-ი (GWP) 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მოძველებული ქსელების განახლების სამუშაოებს ახორციელებს, რაშიც 12,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს „თბილისი ენერჯის" კონტრაქტორიც, რომელიც გაზმომარაგების ქსელს ცვლის, რისთვისაც კომპანია 3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. 6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია პროექტს 7,8 მლნ ლარს ამატებს, რაც ტროტუარების რეაბილიტაციისთვის ცალკე გამოცხადებულ ორ ტენდერს მოიცავს. აღნიშნულ ტენდერებში კომპანიებს წინადადებების წარდგენა 17 აგვისტომდე შეუძლიათ. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0a/300047014_17:0:2030:1510_1920x0_80_0_0_650ad6a0d73e0afbd2697d4dc02508d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი დააჯარიმა: რას ედავება უწყება „სმარტ სოლუშენსს“
თბილისის მერიამ „სმარტ სოლუშენსს“ ანალოგიური დარღვევისთვის ჯამში სამი საჯარიმო ოქმი გამოუწერა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი" (Smart Solutions) ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, კერძოდ, სამუშაოების სავალდებულო 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით, მისი დასრულების ვადა 100 დღეს შეადგენს. ვადების სიმცირის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა განხორციელდეს.
საჯარიმო დოკუმენტის მიხედვით, ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე 7 აგვისტოს ჩატარდა მონიტორინგი, რომლითაც დადგინდა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა. ამისთვის კომპანია Smart Solutions-ს 1.583 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
თბილისის მერიამ კონტრაქტორ კომპანიას ანალოგიური დარღვევისთვის ჯამში სამი საჯარიმო ოქმი გამოუწერა. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა პირველი დარღვევები ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე, 24 და 30 ივლისს დააფიქსირა - მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ვალდებული იყო რეაბილიტაცია უწყვეტად ეწარმოებინა, ადგილზე 24-საათიანი გრაფიკი არ სრულდებოდა.
კომპანია შპს „სმარტ სოლუშენსმა" რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 19,8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვა. ტენდერში ის ერთადერთი მონაწილე იყო. კომპანია რუსთაველის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე მუშაობს. კონტრაქტის მიხედვით, Smart Solutions-მა სამუშაოები 23 ივლისს 24:00-ზე დაიწყო და მისი დასრულება 100 დღეში, 24-საათიან სამუშაო რეჟიმში ევალება.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე კომპანია Georgian Water and Power-ი (GWP) 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მოძველებული ქსელების განახლების სამუშაოებს ახორციელებს, რაშიც 12,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს „თბილისი ენერჯის" კონტრაქტორიც, რომელიც გაზმომარაგების ქსელს ცვლის, რისთვისაც კომპანია 3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია პროექტს 7,8 მლნ ლარს ამატებს, რაც ტროტუარების რეაბილიტაციისთვის ცალკე გამოცხადებულ ორ ტენდერს მოიცავს. აღნიშნულ ტენდერებში კომპანიებს წინადადებების წარდგენა 17 აგვისტომდე შეუძლიათ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.