https://sputnik-georgia.com/20260812/marinera-kapitans-ashsh-10-tvit-patimroba-sheeparda-300087737.html
ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს აშშ-ში 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს აშშ-ში 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის 7 იანვარს აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ტანკერი Marinera ვენესუელიდან სანქცირებული ნავთობის გადაზიდვის გამო დააკავა. 12.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-12T18:24+0400
2026-08-12T18:24+0400
2026-08-12T18:24+0400
საქართველო
აშშ
შემთხვევები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271857466_0:300:3108:2048_1920x0_80_0_0_ffef045fbcd6093ca9a586c293020489.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერ Marinera-ს (Bella 1) ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 10-თვიანი პატიმრობა და სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაცია მიუსაჯა. 2026 წლის 7 იანვარს აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ტანკერი Marinera ვენესუელიდან სანქცირებული ნავთობის გადაზიდვის გამო დააკავა. ეკიპაჟის შემადგენლობაში 28 მეზღვაური, მათ შორის 6 საქართველოს მოქალაქე იყო. ეკიპაჟის წევრები ასევე იყვნენ უკრაინის, რუსეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.მიმდინარე წლის თებერვალში 47 წლის ავთანდილ კალანდაძეს ბრალი ორი ფედერალური დანაშაულისთვის წაუყენეს. კერძოდ, პირველი ბრალდება ხომალდზე გაიანას დროშის აღმართვას შეეხებოდაა, მაშინ, როდესაც გემი გაიანაში რეგისტრირებული არ იყო, ხოლო მეორე ბრალდება აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას უკავშირდებოდა.აშშ-ის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს წინ უძღოდა 12 ივნისს კაპიტნის მიერ დანაშაულის აღიარება ერთ-ერთ ბრალდებაში, რაც გულისხმობდა აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Munro-ს მიერ მიცემული სვლის შეჩერების ბრძანების შეუსრულებლობას. „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძე ტანკერ Bella 1-ს 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე მეთაურობდა. Bella 1 ვენესუელისკენ მიემართებოდა, როდესაც აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Munro ხომალდის შეჩერებას შეეცადა. ცარიელი ტანკერი არ დაემორჩილა სანაპირო დაცვის ბრძანებებს და ატლანტის ოკეანის გავლით გააგრძელა სვლა. აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Bella 1-ს დაედევნა, რომელმაც ატლანტის გადაკვეთისას განაცხადა, რომ სახელი შეიცვალა, Marinera დაირქვა და სოჭის პორტის კაპიტანისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო", - წერს გამოცემა maritime-executive.ხომალდი საბოლოოდ 7 იანვარს შეაჩერეს და ეკიპაჟის წევრები ბრიტანეთის საემიგრაციო უწყებამ შოტლანდიის ქალაქ ელგინში განათავსა. ყველა მათგანი, კალანდაძისა და ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის გარდა, გაათავისუფლეს. კალანდაძის მეუღლემ სცადა მისი დაკავების კანონიერების გასაჩივრება ბრიტანეთის სასამართლოში, თუმცა სარჩელი უარყოფილ იქნა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271857466_206:0:2937:2048_1920x0_80_0_0_86f78663b5aad86f0d391f496e307a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს აშშ-ში 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
მიმდინარე წლის 7 იანვარს აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ტანკერი Marinera ვენესუელიდან სანქცირებული ნავთობის გადაზიდვის გამო დააკავა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერ Marinera-ს (Bella 1) ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 10-თვიანი პატიმრობა და სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაცია მიუსაჯა.
2026 წლის 7 იანვარს აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ტანკერი Marinera ვენესუელიდან სანქცირებული ნავთობის გადაზიდვის გამო დააკავა. ეკიპაჟის შემადგენლობაში 28 მეზღვაური, მათ შორის 6 საქართველოს მოქალაქე იყო. ეკიპაჟის წევრები ასევე იყვნენ უკრაინის, რუსეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.
მიმდინარე წლის თებერვალში 47 წლის ავთანდილ კალანდაძეს ბრალი ორი ფედერალური დანაშაულისთვის წაუყენეს. კერძოდ, პირველი ბრალდება ხომალდზე გაიანას დროშის აღმართვას შეეხებოდაა, მაშინ, როდესაც გემი გაიანაში რეგისტრირებული არ იყო, ხოლო მეორე ბრალდება აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას უკავშირდებოდა.
აშშ-ის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს წინ უძღოდა 12 ივნისს კაპიტნის მიერ დანაშაულის აღიარება ერთ-ერთ ბრალდებაში, რაც გულისხმობდა აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Munro-ს მიერ მიცემული სვლის შეჩერების ბრძანების შეუსრულებლობას.
„საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძე ტანკერ Bella 1-ს 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე მეთაურობდა. Bella 1 ვენესუელისკენ მიემართებოდა, როდესაც აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Munro ხომალდის შეჩერებას შეეცადა. ცარიელი ტანკერი არ დაემორჩილა სანაპირო დაცვის ბრძანებებს და ატლანტის ოკეანის გავლით გააგრძელა სვლა. აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Bella 1-ს დაედევნა, რომელმაც ატლანტის გადაკვეთისას განაცხადა, რომ სახელი შეიცვალა, Marinera დაირქვა და სოჭის პორტის კაპიტანისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო", - წერს გამოცემა maritime-executive.
ხომალდი საბოლოოდ 7 იანვარს შეაჩერეს და ეკიპაჟის წევრები ბრიტანეთის საემიგრაციო უწყებამ შოტლანდიის ქალაქ ელგინში განათავსა. ყველა მათგანი, კალანდაძისა და ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის გარდა, გაათავისუფლეს. კალანდაძის მეუღლემ სცადა მისი დაკავების კანონიერების გასაჩივრება ბრიტანეთის სასამართლოში, თუმცა სარჩელი უარყოფილ იქნა.