https://sputnik-georgia.com/20260812/kobaxidze-rusopobiis-gasagviveblad-axali-gegma-heimushaves-300090083.html
კობახიძე: „დიფ სთეითმა“ საქართველოში რუსოფობიის გასაღვივებლად ახალი გეგმა შეიმუშავა
კობახიძე: „დიფ სთეითმა“ საქართველოში რუსოფობიის გასაღვივებლად ახალი გეგმა შეიმუშავა
Sputnik საქართველო
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მაგალითზე მკაფიოდ ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობები ყალბია, რაც კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. 12.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-12T21:00+0400
2026-08-12T21:00+0400
2026-08-12T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_0:110:2048:1262_1920x0_80_0_0_6a1799bbb317adfc5d8580b23df3952e.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. შეიმუშავა ახალი გეგმა, რათა საკუთარი აგენტების გამოყენებით ხელოვნურად გააღვივოს რუსოფობია საქართველოში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ქართველი ხალხისთვის რუსოფობია დამახასიათებელი არ არის და ქვეყანაში ანტირუსული განწყობებს ხელოვნურად აღვივებენ გარე ძალები. ამ ფონზე, სუს-მა, რუსი ტურისტების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც, უწყების ვერსიით, საქართველოს ფარგლებს გარედან იმართება, „საბოტაჟის" მუხლით დაიწყო გამოძიება.როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მაგალითზე მკაფიოდ ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობები ყალბია, რაც კონკრეტული ფაქტებით დასტურდება.მისი თქმით, 2022 წლიდან „გლობალური ომის პარტია“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო უკრაინის კონფლიქტის მონაწილე გამხდარიყო და „მეორე ფრონტი" გაეხსნა, ხოლო შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებას მოითხოვდა, რათა ქვეყნის ეკონომიკა დაენგრია.მან აღნიშნა, რომ ყოველივე ამის მიზანია საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ხალხებს შორის მტრობის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანა, რაც გამოიწვევს ქვეყნის უკიდურეს დასუსტებასა და მისი განადგურების საფრთხეს.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ 2022 წელს უკრაინაში მოვლენების დაწყების შემდეგ, „გლობალური ომის პარტია“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ კონფლიქტის მონაწილე გამხდარიყო და საქართველოში „მეორე ფრონტი" გახსნილიყო.სწორედ ეს იყო, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაძლებლობების ის ფანჯარა, რომელმაც ქვეყანა და ხალხი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა.პრემიერის განცხადებით, საქართველოში „მეორე ფრონტის" გახსნის მოთხოვნიდან მალევე მოჰყვა მითითებები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ქართული ეკონომიკის განადგურებას.„სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ამ მოთხოვნების შესრულებაზე, ატარებდა სუვერენულ პოლიტიკას და მოქმედებდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა გახდა ევროპული ბიუროკრატიისა და დასავლელი ლიდერების სამიზნე, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მეშვეობით მოქმედებენ“, – აღნიშნა კობახიძემ.პრემიერის თქმით, ამ პრდიფ სთეითის“ მიერ, მათ შორის აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ – ბაიდენის ადმინისტრაციამ, ზეწოლის ყველა მექანიზმი აამოქმედა.მათ შორისაა სანქციები საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, ქართველი მოსამართლეების, პოლიციის მაღალჩინოსნების, ფიზიკური პირებისა და სხვა პირების წინააღმდეგ.„ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის მათ ასევე გამოიყენეს საქართველოს მიერ დეკლარირებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მას შემდეგ, რაც ამანაც არ გამოიღო მათთვის სასურველი შედეგი, რადგან მმართველი პარტია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობა, არ დაემორჩილა, ისინი საკუთარი აგენტურის მეშვეობით ცდილობენ საქართველოს ახალ პროვოკაციაში ჩათრევას“, – ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს არის საქართველოზე, ქართველ ხალხსა და მის სუვერენიტეტზე თავდასხმის თვისობრივად ახალი ეტაპი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვითარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_faa941d369bb8fc34be91f45fb6b8e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
კობახიძე: „დიფ სთეითმა“ საქართველოში რუსოფობიის გასაღვივებლად ახალი გეგმა შეიმუშავა
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მაგალითზე მკაფიოდ ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობები ყალბია, რაც კონკრეტული ფაქტებით დასტურდება.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. შეიმუშავა ახალი გეგმა, რათა საკუთარი აგენტების გამოყენებით ხელოვნურად გააღვივოს რუსოფობია საქართველოში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ქართველი ხალხისთვის რუსოფობია დამახასიათებელი არ არის და ქვეყანაში ანტირუსული განწყობებს ხელოვნურად აღვივებენ გარე ძალები. ამ ფონზე, სუს-მა, რუსი ტურისტების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც, უწყების ვერსიით, საქართველოს ფარგლებს გარედან იმართება, „საბოტაჟის" მუხლით დაიწყო გამოძიება.
„ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რას ემსახურება „დიფ სთეითის“ გეგმა, ხელოვნურად გააღვივოს რუსოფობია საქართველოში საკუთარი აგენტების გამოყენებით“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მაგალითზე მკაფიოდ ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობები ყალბია, რაც კონკრეტული ფაქტებით დასტურდება.
მისი თქმით, 2022 წლიდან „გლობალური ომის პარტია“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო უკრაინის კონფლიქტის მონაწილე გამხდარიყო და „მეორე ფრონტი" გაეხსნა, ხოლო შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებას მოითხოვდა, რათა ქვეყნის ეკონომიკა დაენგრია.
„ახლა, როდესაც ხელისუფლების დამორჩილება ვერ მოხერხდა, ქვეყნის ახალ პროვოკაციაში ჩათრევას ცდილობენ, რათა რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში ვითომდა არსებული რუსოფობიული განწყობების გამო, მასთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა შეწყვიტოს“, – ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ყოველივე ამის მიზანია საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ხალხებს შორის მტრობის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანა, რაც გამოიწვევს ქვეყნის უკიდურეს დასუსტებასა და მისი განადგურების საფრთხეს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ 2022 წელს უკრაინაში მოვლენების დაწყების შემდეგ, „გლობალური ომის პარტია“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ კონფლიქტის მონაწილე გამხდარიყო და საქართველოში „მეორე ფრონტი" გახსნილიყო.
სწორედ ეს იყო, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაძლებლობების ის ფანჯარა, რომელმაც ქვეყანა და ხალხი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოში „მეორე ფრონტის" გახსნის მოთხოვნიდან მალევე მოჰყვა მითითებები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ქართული ეკონომიკის განადგურებას.
„სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ამ მოთხოვნების შესრულებაზე, ატარებდა სუვერენულ პოლიტიკას და მოქმედებდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა გახდა ევროპული ბიუროკრატიისა და დასავლელი ლიდერების სამიზნე, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მეშვეობით მოქმედებენ“, – აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამ პრდიფ სთეითის“ მიერ, მათ შორის აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ – ბაიდენის ადმინისტრაციამ, ზეწოლის ყველა მექანიზმი აამოქმედა.
მათ შორისაა სანქციები საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, ქართველი მოსამართლეების, პოლიციის მაღალჩინოსნების, ფიზიკური პირებისა და სხვა პირების წინააღმდეგ.
„ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის მათ ასევე გამოიყენეს საქართველოს მიერ დეკლარირებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მას შემდეგ, რაც ამანაც არ გამოიღო მათთვის სასურველი შედეგი, რადგან მმართველი პარტია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობა, არ დაემორჩილა, ისინი საკუთარი აგენტურის მეშვეობით ცდილობენ საქართველოს ახალ პროვოკაციაში ჩათრევას“, – ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს არის საქართველოზე, ქართველ ხალხსა და მის სუვერენიტეტზე თავდასხმის თვისობრივად ახალი ეტაპი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვითარდება.