აბსოლუტური სიცრუე: კალაძე რუსი ტურისტების მიმართ ქართველების ცუდ დამოკიდებულებაზე

© Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
როგორც კალაძემ აღნიშნა, სოციალურ ქსელებში სპეციალურად შექმნილი ყალბი პროფილებისა და „ბოტების" მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საზღვარგარეთიდან აგორებული პროპაგანდისტული კამპანია იმის შესახებ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, არის აბსოლუტური სიცრუე, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სპორტული ჟურნალისტისა და ბლოგერის, ნობელ არუსტამიანის პოდკასტში.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ქართველი ხალხისთვის რუსოფობია დამახასიათებელი არ არის და ქვეყანაში ანტირუსული განწყობებს ხელოვნურად აღვივებენ გარე ძალები. ამ ფონზე, სუს-მა რუსი ტურისტების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც, უწყების ვერსიით, საქართველოს ფარგლებს გარედან იმართება, „საბოტაჟის" მუხლით დაიწყო გამოძიება.
„ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან ძალებმა ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ. ისინი ამტკიცებენ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს და მათ მოუწოდებენ, ჩვენთან არ ჩამოვიდნენ", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მთელი ეს ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა. საქართველოში ერთნაირად კარგად ეპყრობიან ყველა ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყვნენ ისინი – რუსებს, უკრაინელებს, ევროპის, აზიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ვინაიდან სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სოციალურ ქსელებში სპეციალურად შექმნილი ყალბი პროფილებისა და „ბოტების" მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.
„ისინი წერენ, რომ საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს მარტო ტოვებენ ტყეში, სპეციალურად უფუჭებენ, მაგალითად, საჭმელს, რომელიც მათ შეუკვეთეს რესტორნებში და ა.შ. და ეს ტყუილის მხოლოდ ნაწილია", - აღნიშნა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, შემდგომში ამ ყალბ ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებენ მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე მსხვილი უცხოური ინტერნეტ-საიტები. მისი თქმით, ქართველები მსოფლიოში ცნობილი არიან, როგორც სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხი და თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ დაბრუნება.
როგორც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადესწ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს თითოეული ტურისტის კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ყველა ახალი ამბავი
0