https://sputnik-georgia.com/20260812/iberias-warmatebas-ulocaven-300082076.html
თბილისის „იბერია“ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს: პირველი პირების მოლოცვები
თბილისის „იბერია“ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს: პირველი პირების მოლოცვები
Sputnik საქართველო
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება. 12.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-12T13:25+0400
2026-08-12T13:25+0400
2026-08-12T13:25+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/10/294172082_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_b305986e66387edcf59d036a5c724615.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის „იბერიას“ ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვებას ულოცავენ. გუშინ, 11 აგვისტოს თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა - ამ გამარჯვებით „იბერია“ უეფას ევროპის ლიგის პლეიოფში გავიდა და ამავდროულად კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. „საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ გამარჯვებას ვულოცავ! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წინ ახალი გამარჯვებებისკენ“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! „22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“, – დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში. „გილოცავთ! იბერია ევროტურნირზე ითამაშებს!“, - ასე მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემ „იბერიას“. საქართველოს ჩემპიონმა ჩრდილოეთირლანდიურ გუნდთან პირველი მატჩი ფრე ანგარიშით - 0:0 ითამაშა. საპასუხო მატჩისთვის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ვახო ბედოშვილი, რომელმაც პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მატჩში ანგარიში 74-ე წუთზე გაიხსნა - გოლი ვახო ბედოშვილმა გაიტანა. თუმცა, სტუმრებმა ორ წუთში სიმპსონის დარტყმით წონასწორობა აღადგინეს.გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი 102-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა დააწინაურა, მან ანდრია ბართიშვილის გადაცემა გამოიყენა.ამ გამარჯვებით „იბერია“ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავიდა და, ამავდროულად, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართულმა გუნდმა ბოლოს უეფას საკლუბო ტურნირის მთავარ ეტაპზე 2004 წელს ითამაშა, მაშინ თბილისის „დინამომ“ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ევროპის ლიგის პლეიოფში „იბერიის“ მეტოქე პოლონურ „იაგელონიასა“ და შოტლანდიურ „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/10/294172082_57:0:968:683_1920x0_80_0_0_8d4e63ca50365e81b3056c266f1eb0c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, კახა კალაძე
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, კახა კალაძე
თბილისის „იბერია“ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს: პირველი პირების მოლოცვები
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის „იბერიას“ ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვებას ულოცავენ.
გუშინ, 11 აგვისტოს თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა - ამ გამარჯვებით „იბერია“ უეფას ევროპის ლიგის პლეიოფში გავიდა და ამავდროულად კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
„საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ გამარჯვებას ვულოცავ! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წინ ახალი გამარჯვებებისკენ“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება!
„22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“, – დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.
„გილოცავთ! იბერია ევროტურნირზე ითამაშებს!“, - ასე მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემ „იბერიას“.
საქართველოს ჩემპიონმა ჩრდილოეთირლანდიურ გუნდთან პირველი მატჩი ფრე ანგარიშით - 0:0 ითამაშა. საპასუხო მატჩისთვის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ვახო ბედოშვილი, რომელმაც პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მატჩში ანგარიში 74-ე წუთზე გაიხსნა - გოლი ვახო ბედოშვილმა გაიტანა. თუმცა, სტუმრებმა ორ წუთში სიმპსონის დარტყმით წონასწორობა აღადგინეს.
გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი 102-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა დააწინაურა, მან ანდრია ბართიშვილის გადაცემა გამოიყენა.
ამ გამარჯვებით „იბერია“ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავიდა და, ამავდროულად, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართულმა გუნდმა ბოლოს უეფას საკლუბო ტურნირის მთავარ ეტაპზე 2004 წელს ითამაშა, მაშინ თბილისის „დინამომ“ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.
ევროპის ლიგის პლეიოფში „იბერიის“ მეტოქე პოლონურ „იაგელონიასა“ და შოტლანდიურ „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება.