ფეხბურთი: „იბერიამ“ „ლარნი“ დაამარცხა და ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა

© Courtesy of FC Iberia 1999იბერია 1999
იბერია 1999 - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მატჩი 11 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
საქართველოს ჩემპიონმა ჩრდილოეთირლანდიურ გუნდთან სტუმრად 0:0 ითამაშა. საპასუხო მატჩისთვის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ვახო ბედოშვილი, რომელმაც პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
მატჩში ანგარიში 74-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. - გოლი ვახო ბედოშვილმა გაიტანა. თუმცა, სტუმრებმა ორ წუთში სიმპსონის დარტყმით წონასწორობა აღადგინეს.
გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი 102-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა დააწინაურა, მან ანდრია ბართიშვილის გადაცემა გამოიყენა.
ამ გამარჯვებით „იბერია“ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავიდა და, ამავდროულად, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართულმა გუნდმა ბოლოს უეფას საკლუბო ტურნირის მთავარ ეტაპზე 2004 წელს ითამაშა, მაშინ თბილისის „დინამომ“ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.
ევროპის ლიგის პლეიოფში „იბერიის“ მეტოქე პოლონურ „იაგელონიასა“ და შოტლანდიურ „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0