https://sputnik-georgia.com/20260812/alievi-energetikuli-marshruti-saqartveloze-gadis-300089844.html
ალიევი: ევროპისკენ ენერგეტიკული მარშრუტი საქართველოზე გადის
ალიევი: ევროპისკენ ენერგეტიკული მარშრუტი საქართველოზე გადის
Sputnik საქართველო
2024 წლის ნოემბერში აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კასპიის ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ. 12.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-12T20:00+0400
2026-08-12T20:00+0400
2026-08-12T20:00+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0b/290832252_0:0:960:540_1920x0_80_0_0_36af12ef833c9e65a9838db5b72c3b5b.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანი დაინტერესებულია საქართველოს გავლით ევროპაში ენერგეტიკული მარშრუტის გაფართოებით, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.ამ დროისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ენერგოკაბელის გაყვანის პროექტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანს რუმინეთთან დააკავშირებს.მისი თქმით, 2024 წლის ნოემბერში აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კასპიის ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ.„აზერბაიჯანი თავს წარმოაჩენს, როგორც ელექტროენერგიის მწარმოებელი, მიმღები, გადამცემი და ექსპორტიორი ქვეყანა. ანუ, ასეთია ჩვენი სტრატეგიული ხედვები და გეგმები. გავიმეორებ, ეს გეგმები პასუხობს ჩვენ გარშემო მდებარე ქვეყნების ინტერესებს“, – განაცხადა ალიევმა.შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის სიმძლავრე 1 300 მეგავატამდე იქნება. პროექტი ასევე შესაძლებელს გახდის საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის (BSSC) განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა – 525 კვ, სიმძლავრე – 1.300 მგვტ) საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0b/290832252_92:0:936:633_1920x0_80_0_0_654e9a802c408846c515c6b57dcf4082.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
ალიევი: ევროპისკენ ენერგეტიკული მარშრუტი საქართველოზე გადის
2024 წლის ნოემბერში აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კასპიის ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანი დაინტერესებულია საქართველოს გავლით ევროპაში ენერგეტიკული მარშრუტის გაფართოებით, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ამ დროისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ენერგოკაბელის გაყვანის პროექტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანს რუმინეთთან დააკავშირებს.
„დღეს ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით, შემდეგ კი ევროპისკენ მიდის. ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოოთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზად არის. თუმცა, მეორე ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა ჩვენს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, 2024 წლის ნოემბერში აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კასპიის ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ.
„აზერბაიჯანი თავს წარმოაჩენს, როგორც ელექტროენერგიის მწარმოებელი, მიმღები, გადამცემი და ექსპორტიორი ქვეყანა. ანუ, ასეთია ჩვენი სტრატეგიული ხედვები და გეგმები. გავიმეორებ, ეს გეგმები პასუხობს ჩვენ გარშემო მდებარე ქვეყნების ინტერესებს“, – განაცხადა ალიევმა.
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის სიმძლავრე 1 300 მეგავატამდე იქნება. პროექტი ასევე შესაძლებელს გახდის საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის (BSSC) განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა – 525 კვ, სიმძლავრე – 1.300 მგვტ) საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.